https://sputnik-georgia.com/20250928/xelisupleba-kompaniebis-siis-gadaxedvas-gegmavs-295122788.html
საქართველოს ხელისუფლებას შეღავათებით მოსარგებლე კომპანიების სიის გადახედვა სურს
საქართველოს ხელისუფლებას შეღავათებით მოსარგებლე კომპანიების სიის გადახედვა სურს
Sputnik საქართველო
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ გარკვეული კომპანიებისთვის შეღავათებს გადახედა. 28.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-28T12:54+0400
2025-09-28T12:54+0400
2025-09-28T12:54+0400
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295117294_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_4296c4a533ab9ef2443b832673858c57.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო შეღავათებით მოსარგებლე კომპანიების ე.წ. „თეთრ სიას“ გადახედავს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.„თეთრი სია“ იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს და სარგებლობენ სახელმწიფოსგან გარკვეული შეღავათებითა და უპირატესობებით, მათ შორის იღებენ დიდ ავანსს და სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით.„კერძო სექტორშიც კი არსებობს გარკვეული კითხვები „თეთრი სიის“ კრიტერიუმების სამართლიანობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ კომპანიამ კონტრაქტით 20%-იანი ავანსი მიიღო, ამ თანხის მხოლოდ ნახევარია უზრუნველყოფილი საბანკო გარანტიით. დარჩენილი 10%, პრაქტიკულად, ჰაერშია გამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ფინანსური მხარდაჭერა არ გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ რისკს მთლიანად იღებს საკუთარ თავზე“, - აღნიშნა სოხაძემ.მინისტრის თქმით, ქვეყანას ამჟამად ბევრი კონტრაქტი აქვს, რომლებშიც ათობით მილიონი ლარია გადახდილი, თუმცა სამუშაოები სრულად შესრულებული არ არის და თუ კონტრაქტი შეწყდება, ბიუჯეტიდან გადახდილი თანხის დაბრუნება ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.„ამ ყველაფრის გათვალისწინებით სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ე.წ. „თეთრი სიის“ პრინციპის გადახედვა. ეს არანაირად არ გულისხმობს ბიზნესის შეზღუდვებს. ჩვენი მიზანია დავამკვიდროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და რისკებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც, ერთი მხრივ, დაეხმარება ბიზნესს და, მეორე მხრივ, დაიცავს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს“, - განაცხადა სოხაძემ.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ გარკვეული კომპანიებისთვის შეღავათებს გადახედა. 2019 წელს სახელმწიფომ იმპორტიორი კომპანიების „ოქროს სიისთვის“ შეღავათები გააუქმა და ისინი სხვა კომპანიებს გაუთანაბრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295117294_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_91723ed3e1fe21e117bc817b3b756044.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველოს ხელისუფლებას შეღავათებით მოსარგებლე კომპანიების სიის გადახედვა სურს
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ გარკვეული კომპანიებისთვის შეღავათებს გადახედა.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო შეღავათებით მოსარგებლე კომპანიების ე.წ. „თეთრ სიას“ გადახედავს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
„თეთრი სია“ იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს და სარგებლობენ სახელმწიფოსგან გარკვეული შეღავათებითა და უპირატესობებით, მათ შორის იღებენ დიდ ავანსს და სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით.
„კერძო სექტორშიც კი არსებობს გარკვეული კითხვები „თეთრი სიის“ კრიტერიუმების სამართლიანობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ კომპანიამ კონტრაქტით 20%-იანი ავანსი მიიღო, ამ თანხის მხოლოდ ნახევარია უზრუნველყოფილი საბანკო გარანტიით. დარჩენილი 10%, პრაქტიკულად, ჰაერშია გამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ფინანსური მხარდაჭერა არ გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ რისკს მთლიანად იღებს საკუთარ თავზე“, - აღნიშნა სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ქვეყანას ამჟამად ბევრი კონტრაქტი აქვს, რომლებშიც ათობით მილიონი ლარია გადახდილი, თუმცა სამუშაოები სრულად შესრულებული არ არის და თუ კონტრაქტი შეწყდება, ბიუჯეტიდან გადახდილი თანხის დაბრუნება ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ე.წ. „თეთრი სიის“ პრინციპის გადახედვა. ეს არანაირად არ გულისხმობს ბიზნესის შეზღუდვებს. ჩვენი მიზანია დავამკვიდროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და რისკებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც, ერთი მხრივ, დაეხმარება ბიზნესს და, მეორე მხრივ, დაიცავს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს“, - განაცხადა სოხაძემ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ გარკვეული კომპანიებისთვის შეღავათებს გადახედა. 2019 წელს სახელმწიფომ იმპორტიორი კომპანიების „ოქროს სიისთვის“ შეღავათები გააუქმა და ისინი სხვა კომპანიებს გაუთანაბრა.