თბილისის აეროპორტში ძებნილი უცხოელი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2025
გამოწერა
23 წლის ქალს ქართველი სამართალდამცველები თვეზე მეტ ხანს ეძებდნენ.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23 წლის ეგვიპტის მოქალაქე დააკავა, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა შენახვისა და „მარიხუანის" უკანონო რეალიზაციის ბრალდებით იძებნებოდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო
23 წლის ქალი თავის საცხოვრელბელ სახლში გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა. იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 2025 წლის 25 აგვისტოდან იძებნებოდა.
დაკავებული ახალგაზრდა ქალი პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ყველა ახალი ამბავი
0