https://sputnik-georgia.com/20250928/ra-ketdeba-tbilisis-erovnul-parkshi-turistebistvis-295125339.html
რა კეთდება თბილისის ეროვნულ პარკში ტურისტებისთვის
რა კეთდება თბილისის ეროვნულ პარკში ტურისტებისთვის
Sputnik საქართველო
თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ორი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 13 მლნ ლარს შეადგენს. 28.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-28T14:28+0400
2025-09-28T14:28+0400
2025-09-28T14:28+0400
საქართველო
თბილისი დღეს
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/19/249800588_0:267:2915:1907_1920x0_80_0_0_e4088fa87fb74c4c7dbce772cb291647.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ეროვნულ პარკში მასშტაბური ტურისტულ- რეკრეაციული ინფრასტრუქტურა ეწყობა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა. ნინო თანდილაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილმა თბილისის ეროვნული პარკის საბადურის და ზედაზენის უბნებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და აღნიშნულ ტერიტორიებზე სარეკრეაციო და ეკოტურისტული პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება და განვითარება. მისი თქმით, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დასრულების ეტაპზეა ორი მასშტაბური პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 13 მლნ ლარს შეადგენს. პროექტები ეროვნული პარკის საბადურის და ზედაზენის უბნებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. საბადურის უბანზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა, პარკინგი, საბავშვო გასართობი და შემეცნებით სივრცე, 55 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი თანმდევი ინფრასტრუქტურით; ზედაზენის უბანზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, ასევე, მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცეები და სამთო თავშესაფრები. თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში, რომელიც 1973 წლის მარტში შეიქმნა, პარკი, რომელიც თბილისიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, 23 218,28 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული.პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები: უძველესი ციხე-კოშკები, ტაძრები, ნაქალაქარი და ნასოფლარი ადგილები. ტურისტულად მნიშვნელოვანია მცხეთა სვეტიცხოვლით და დედათა მონასტრით, ჯვრის მონასტერი, ზედაზნის მონასტერი, მარტყოფის ღვთაების მონასტერი, ნორიოს ციხე და ასევე ისტორიულად ცნობილი მარტყოფის ველი. გარდა ამისა, პარკი მდიდარია ფაუნის წარმომადგენლებით, მათ შორისაა ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი და ფოცხვერი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/19/249800588_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0c0f80f27bd00b9c1571bb3d04aadb21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ახალი ამბები
რა კეთდება თბილისის ეროვნულ პარკში ტურისტებისთვის
თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ორი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 13 მლნ ლარს შეადგენს.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ეროვნულ პარკში მასშტაბური ტურისტულ- რეკრეაციული ინფრასტრუქტურა ეწყობა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
ნინო თანდილაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილმა თბილისის ეროვნული პარკის საბადურის და ზედაზენის უბნებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და აღნიშნულ ტერიტორიებზე სარეკრეაციო და ეკოტურისტული პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება და განვითარება.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. თბილისის ეროვნულ პარკში, ამჟამად, ეწყობა მასშტაბური ტურისტულ- რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს. დედაქალაქთან ძალიან ახლოს შეიქმნება ვიზიტორებისთვის კომფორტული და მრავალფეროვანი მოგზაურობის გარემო“, - აღნიშნა თანდილაშვილმა.
მისი თქმით, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დასრულების ეტაპზეა ორი მასშტაბური პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 13 მლნ ლარს შეადგენს.
პროექტები ეროვნული პარკის საბადურის და ზედაზენის უბნებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. საბადურის უბანზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა, პარკინგი, საბავშვო გასართობი და შემეცნებით სივრცე, 55 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი თანმდევი ინფრასტრუქტურით; ზედაზენის უბანზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, ასევე, მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცეები და სამთო თავშესაფრები.
თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში, რომელიც 1973 წლის მარტში შეიქმნა, პარკი, რომელიც თბილისიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, 23 218,28 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული.
პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები: უძველესი ციხე-კოშკები, ტაძრები, ნაქალაქარი და ნასოფლარი ადგილები. ტურისტულად მნიშვნელოვანია მცხეთა სვეტიცხოვლით და დედათა მონასტრით, ჯვრის მონასტერი, ზედაზნის მონასტერი, მარტყოფის ღვთაების მონასტერი, ნორიოს ციხე და ასევე ისტორიულად ცნობილი მარტყოფის ველი.
გარდა ამისა, პარკი მდიდარია ფაუნის წარმომადგენლებით, მათ შორისაა ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი და ფოცხვერი.