https://sputnik-georgia.com/20250928/policiam-narkodanashaulistvis-6-piri-daakava-295126124.html
პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო: დაკავებულია 6 პირი
პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო: დაკავებულია 6 პირი
Sputnik საქართველო
დაკავებულ მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. 28.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-28T15:33+0400
2025-09-28T15:33+0400
2025-09-28T15:33+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ექვსი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ პირებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეტადონი“, და „მეფედრონი“. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები, მობილური ტელეფონები და ფული. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა, მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო: დაკავებულია 6 პირი
დაკავებულ მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ექვსი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ პირებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეტადონი“, და „მეფედრონი“.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები, მობილური ტელეფონები და ფული.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა, მუხლებით მიმდინარეობს.