https://sputnik-georgia.com/20250926/valutis-konvertacia-registraciis-garese-dakavebulia-sami-ucxoeli-295110168.html
ვალუტის კონვერტაცია რეგისტრაციის გარეშე - საქართველოში სამი უცხოელი დააკავეს
ვალუტის კონვერტაცია რეგისტრაციის გარეშე - საქართველოში სამი უცხოელი დააკავეს
Sputnik საქართველო
საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ნაღდი ფულის სახით ამოღებულია 246.975 აშშ დოლარი, 103.210 ლარი, 1.705 ევრო და სხვადასხვა სახის უცხოური ვალუტა. 26.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-26T20:30+0400
2025-09-26T20:30+0400
2025-09-26T20:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ბათუმი
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/04/279241952_197:475:893:866_1920x0_80_0_0_d5960669b4e3db79355fcc7a5319e676.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე და ბელარუსის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს, ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, თბილისსა და ბათუმში განთავსებული ობიექტებიდან ახორციელებდნენ სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას, რის შედეგადაც, კონვერტირებული აქტივიდან მიღებული საკომისიოს სახით იღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს.საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ნაღდი ფულის სახით ამოღებულია 246.975 აშშ დოლარი, 103.210 ლარი, 1.705 ევრო და სხვადასხვა სახის უცხოური ვალუტა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოსავლენად.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/04/279241952_62:0:1217:866_1920x0_80_0_0_3fba460b28ceaa0d19f2e8cb2f55406d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ბათუმი , საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ბათუმი , საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ვალუტის კონვერტაცია რეგისტრაციის გარეშე - საქართველოში სამი უცხოელი დააკავეს
საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ნაღდი ფულის სახით ამოღებულია 246.975 აშშ დოლარი, 103.210 ლარი, 1.705 ევრო და სხვადასხვა სახის უცხოური ვალუტა.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე და ბელარუსის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს, ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, თბილისსა და ბათუმში განთავსებული ობიექტებიდან ახორციელებდნენ სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას, რის შედეგადაც, კონვერტირებული აქტივიდან მიღებული საკომისიოს სახით იღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს.
საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ნაღდი ფულის სახით ამოღებულია 246.975 აშშ დოლარი, 103.210 ლარი, 1.705 ევრო და სხვადასხვა სახის უცხოური ვალუტა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოსავლენად.