თბილისის ერთ-ერთ სკვერში მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია 2 პირი

© video: Sputnik / Stringerდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2025
გამოწერა
დანაშულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 30 და 33 წლის პირები ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში ერთ-ერთ სკვერში ბრალდებულებსა და 48 წლის პირს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის სედეგად ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდისა და ფერდის არეში ჭრილობები მიაყენა მამაკაცს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაჭრილი პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები საჩხერეში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0