https://sputnik-georgia.com/20250925/sss-m-holidei-insi-momxdari-incidentis-gamozieba-daiwyo-295095032.html
შსს-მ "ჰოლიდეი ინნ"-ში მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო
შსს-მ "ჰოლიდეი ინნ"-ში მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" შენობაში მომხდარი სროლის შესახებ. 25.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-25T18:33+0400
2025-09-25T18:33+0400
2025-09-25T18:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250792746_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_bad0421777cc52577e0ba53408169107.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისში სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"- ში მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მუქარას გულისხმობს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა. უწყების ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძეც. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტულად ნომერში შემთხვევის ადგილის დათვალიერება. „ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულებული არ არის და ვერ გეტყვით იარაღი არის თუ არა ამოღებული ", - განაცხადა ვაჟა სირაძემ. კითხვაზე, მარტო იმყოფებოდა თუ არა დაკავებული პირი, სირაძემ აღნიშნა, რომ "დიახ, მარტო იმყოფებოდა". მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული სასტუმროს ახალგაზრდა სტუმარია. როდესაც პოლიციამ ახალგაზრდა კაცი სასტუმროს შენობიდან გამოიყვანა, მას სახეზე სისხლის კვალი ეტყობოდა, წელს ზემოთ კი მხოლოდ საზაფხულო ქურთუკი ეცვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250792746_101:0:1238:853_1920x0_80_0_0_6ec86f3c4ae8a4f505a83dd2052a4240.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ "ჰოლიდეი ინნ"-ში მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" შენობაში მომხდარი სროლის შესახებ.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისში სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"- ში მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მუქარას გულისხმობს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა.
უწყების ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
„ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სამართალდამცველების მიერ აღნიშნული პირი დაკავებულია შემთხვევის ადგილზევე", - აღნიშულია შსს-ს განცხადებაში.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძეც. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტულად ნომერში შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
„ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულებული არ არის და ვერ გეტყვით იარაღი არის თუ არა ამოღებული ", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
კითხვაზე, მარტო იმყოფებოდა თუ არა დაკავებული პირი, სირაძემ აღნიშნა, რომ "დიახ, მარტო იმყოფებოდა".
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული სასტუმროს ახალგაზრდა სტუმარია. როდესაც პოლიციამ ახალგაზრდა კაცი სასტუმროს შენობიდან გამოიყვანა, მას სახეზე სისხლის კვალი ეტყობოდა, წელს ზემოთ კი მხოლოდ საზაფხულო ქურთუკი ეცვა.