https://sputnik-georgia.com/20250925/policiam-narkodanasaulistvis-sami-piri-daakaves-295088122.html
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ 25.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-25T11:20+0400
2025-09-25T11:20+0400
2025-09-25T11:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პოლიციამ სხვადასხვა დროს დააკავა 68, 45 და 55 წლის მამაკაცები, რომელთაგანაც ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი „მცენარე კანაფის" უკანონო დათესვა-მოყვანა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 300 გრამზე მეტი „კოკაინი", 479 აბი „მეთადონი", 283 შეკვრა „მარიხუანა" და „მცენარე კანაფი". საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, კერძოდ: წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორები. ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციამ სხვადასხვა დროს დააკავა 68, 45 და 55 წლის მამაკაცები, რომელთაგანაც ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი „მცენარე კანაფის" უკანონო დათესვა-მოყვანა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 300 გრამზე მეტი „კოკაინი", 479 აბი „მეთადონი", 283 შეკვრა „მარიხუანა" და „მცენარე კანაფი".
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, კერძოდ: წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორები. ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.