https://sputnik-georgia.com/20250925/batumsi-tarlitobistvis-samseneblo-kompaniis-direqtori-daakaves-295090313.html
ბათუმში თაღლითობისთვის სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს
ბათუმში თაღლითობისთვის სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიჰყიდა ტერასა, რომელიც კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენდა. 25.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-25T12:38+0400
2025-09-25T12:38+0400
2025-09-25T12:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაპირდა, რომ ბათუმში მშენებარე ობიექტზე ტერასას საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადასცემდა და საცხოვრებელ ბინად გადააკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფართი არ იყო კომპანიის საკუთრებაში და მესამე პირის საკუთრებას წარმოადგენდა, ბრალდებულმა მეტი დამაჯერებლობისთვის დაზარალებულთან შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა და მასთან ერთად საჯარო რეესტრში წარადგინა, რითაც დაზარალებული დაარწმუნა, რომ ეს უძრავი ქონება რამდენიმე დღეში მის საკუთრებად აღირიცხებოდა, რის შემდეგაც დაზარალებულმა ბრალდებულს 70.000 აშშ დოლარი გადაუხადა. კომპანიის დირექტორი სამართალდამცველებმა 23 სექტემბერს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ბათუმი
ბათუმში თაღლითობისთვის სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს
ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიჰყიდა ტერასა, რომელიც კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენდა.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაპირდა, რომ ბათუმში მშენებარე ობიექტზე ტერასას საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადასცემდა და საცხოვრებელ ბინად გადააკეთებდა.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფართი არ იყო კომპანიის საკუთრებაში და მესამე პირის საკუთრებას წარმოადგენდა, ბრალდებულმა მეტი დამაჯერებლობისთვის დაზარალებულთან შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა და მასთან ერთად საჯარო რეესტრში წარადგინა, რითაც დაზარალებული დაარწმუნა, რომ ეს უძრავი ქონება რამდენიმე დღეში მის საკუთრებად აღირიცხებოდა, რის შემდეგაც დაზარალებულმა ბრალდებულს 70.000 აშშ დოლარი გადაუხადა.
კომპანიის დირექტორი სამართალდამცველებმა 23 სექტემბერს დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.