https://sputnik-georgia.com/20250924/tbilisshi-axalgazrda-mamakaci-dachres-295068832.html
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 24.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-24T11:42+0400
2025-09-24T11:42+0400
2025-09-24T11:42+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823603_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_d44d19836aab5221a001ac01af0689a6.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 28 წლის მამაკაცს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823603_317:0:3048:2048_1920x0_80_0_0_2f042df24d73133cc5cf99a6ab49dc48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი
დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 28 წლის მამაკაცს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მიმდინარეობს.