https://sputnik-georgia.com/20250924/tamazashvili-avariuli-saxlebi-batumis-ert-erti-gamowvevaa-295070368.html
თამაზაშვილი: „წლების მანძილზე ავარიული სახლები ბათუმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო“
თამაზაშვილი: „წლების მანძილზე ავარიული სახლები ბათუმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო“
Sputnik საქართველო
ბათუმში ავარიული სახლების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2021 წლის 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ - 26 მაისის ქუჩაზე ერთ-ერთი ხუთსართულიანი სახლის ერთი... 24.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-24T15:32+0400
2025-09-24T15:32+0400
2025-09-24T15:32+0400
საქართველო
აჭარა
აჭარის მთავრობა
ბათუმი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263416073_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_195b655573d6283b85b2624471dd293c.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში მშენებლობა სამ ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილ ბინას 570 ოჯახი მიიღებს, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ბათუმში მწვავედ დგას საცხოვრებელი სახლების პრობლემა, რომლებსაც ავარიულის სტატუსი აქვთ. საკითხის გადასაჭრელად მთავრობამ 2022 წელს დაიწყო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე", რომელიც ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას და ცხოვრების უსაფრთხო გარემოს შექმნას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ახალი სახლების მშენებლობის პროცესს და საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სამუშაოებს გაეცნო.ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობა ხორციელდება - ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ფასადისა და შიდა სივრცის მოწყობა. გარდა ამისა, 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის შენდება მაიაკოვსკის ქუჩაზე, სადაც უკვე დასრულებულია მშენებლობის ძირითადი სამუშაოები და მიმდინარეობს გარე და შიდა სივრცეების მოწყობა. ამასთან, ორი 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი ე.წ. შანხაის დასახლებაში.ამჟამად ბათუმში ავარიული შენობის სტატუსი 140-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს აქვს მინიჭებული. ავარიული სახლების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბათუმის ტრაგედიის შემდეგ - 2021 წლის 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე ერთ-ერთი ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის თანახმად, ბათუმში ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით 10 ათას ბათუმელს შეეხება. 4-წლიანი პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 100 მილიონ ლარს შეადგენს.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263416073_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_3ab33cb5f7bb4d3624992786c1d1fb18.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , ბათუმი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , ბათუმი , საზოგადოება, ახალი ამბები
თამაზაშვილი: „წლების მანძილზე ავარიული სახლები ბათუმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო“
ბათუმში ავარიული სახლების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2021 წლის 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ - 26 მაისის ქუჩაზე ერთ-ერთი ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში მშენებლობა სამ ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილ ბინას 570 ოჯახი მიიღებს, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმში მწვავედ დგას საცხოვრებელი სახლების პრობლემა, რომლებსაც ავარიულის სტატუსი აქვთ. საკითხის გადასაჭრელად მთავრობამ 2022 წელს დაიწყო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე", რომელიც ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას და ცხოვრების უსაფრთხო გარემოს შექმნას.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ახალი სახლების მშენებლობის პროცესს და საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სამუშაოებს გაეცნო.
„ავარიული სახლები წლების განმავლობაში ბათუმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ბათუმელებისთვის შექმნის უსაფრთხო და ღირსეულ საცხოვრებელ გარემოს“ , - განაცხადა თამაზაშვილმა.
ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობა ხორციელდება - ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ფასადისა და შიდა სივრცის მოწყობა. გარდა ამისა, 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის შენდება მაიაკოვსკის ქუჩაზე, სადაც უკვე დასრულებულია მშენებლობის ძირითადი სამუშაოები და მიმდინარეობს გარე და შიდა სივრცეების მოწყობა. ამასთან, ორი 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი ე.წ. შანხაის დასახლებაში.
ამჟამად ბათუმში ავარიული შენობის სტატუსი 140-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს აქვს მინიჭებული. ავარიული სახლების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბათუმის ტრაგედიის შემდეგ - 2021 წლის 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე ერთ-ერთი ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის თანახმად, ბათუმში ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით 10 ათას ბათუმელს შეეხება. 4-წლიანი პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 100 მილიონ ლარს შეადგენს.