https://sputnik-georgia.com/20250924/kobaxidze-piter-pisheris-sagareo-saqmeta-saministros-dabarebaze-295084417.html
ხელისუფლება გერმანიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას ეხმაურება
ხელისუფლება გერმანიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას ეხმაურება
Sputnik საქართველო
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში და ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე. 24.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-24T19:00+0400
2025-09-24T19:00+0400
2025-09-24T19:00+0400
საქართველო
გერმანია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288175334_0:156:1280:876_1920x0_80_0_0_ae373d855afb399f48564c984744ad82.jpg
ТБИЛИСИ, 24 сен — Sputnik. გერმანიის ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, რომელიც გამოიყენება საქართველოში მოქმედი ელჩის მხრიდან ვენის კონვენციის პრინციპების უხეში დარღვევის შემთხვევაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის დაბარებასთან დაკავშირებით.8 სექტემბერს, მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მელიქიშვილის გამზირზე მდებარე საარჩევნო შტაბთან დაპირისპირების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩი პროვოკატორებისა და ექსტრემისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ფიშერს, რომელსაც თბილისში რადიკალების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, მხარი დაუჭირეს გერმანიის მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში და პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე.რაც შეეხება თავად ელჩის კომენტარს, მან ინციდენტს „განსაკუთრებული შემთხვევა“ უწოდა.„ეს პირველი შემთხვევაა საქართველოსა და გერმანიას შორის თანამედროვე ურთიერთობების ისტორიაში, როდესაც გერმანიის ელჩი სამინისტროში დაიბარეს“, - განაცხადა ფიშერმა.საქართველო და გერმანიაჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288175334_182:179:1111:876_1920x0_80_0_0_88d685625c1aa4b547ce6c1ac65fb57f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ხელისუფლება გერმანიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას ეხმაურება
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში და ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე.
ТБИЛИСИ, 24 сен — Sputnik. გერმანიის ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, რომელიც გამოიყენება საქართველოში მოქმედი ელჩის მხრიდან ვენის კონვენციის პრინციპების უხეში დარღვევის შემთხვევაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის დაბარებასთან დაკავშირებით.
8 სექტემბერს, მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მელიქიშვილის გამზირზე მდებარე საარჩევნო შტაბთან დაპირისპირების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩი პროვოკატორებისა და ექსტრემისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ფიშერს, რომელსაც თბილისში რადიკალების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, მხარი დაუჭირეს გერმანიის მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში.
„რაც შეეხება გერმანიის ელჩის დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. თუ სურვილი ექნება საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეტალურ კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში და პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე.
რაც შეეხება თავად ელჩის კომენტარს, მან ინციდენტს „განსაკუთრებული შემთხვევა“ უწოდა.
„ეს პირველი შემთხვევაა საქართველოსა და გერმანიას შორის თანამედროვე ურთიერთობების ისტორიაში, როდესაც გერმანიის ელჩი სამინისტროში დაიბარეს“, - განაცხადა ფიშერმა.
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.