მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტზე  21 წლის ახალგაზრდა დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ქვემო ქართლში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
21 წლის მამაკაცს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში ერთ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს -პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0