https://sputnik-georgia.com/20250923/saqartvelos-germaniashi-axali-elchi-hyavs-295058138.html
საქართველოს გერმანიაში ახალი ელჩი ჰყავს
საქართველოს გერმანიაში ახალი ელჩი ჰყავს
Sputnik საქართველო
გერმანიაში საქართველოს დიპლომატიური მისია წლის დასაწყისიდან ხელმძღვანელის გარეშე იყო დარჩენილი. 23.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-23T14:37+0400
2025-09-23T14:37+0400
2025-09-23T14:52+0400
საქართველო
გერმანია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274776520_0:0:3035:1708_1920x0_80_0_0_c4bfa7bdbaf3dcc6b8dc7600bb71613e.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად. ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე მუშაობდა მკვლევარად და უძვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში. მანამდე გერმანიაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას ლევან იზორია ხელმძღვანელობდა (2020-2004 წლებში). დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 13 აპრილს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს საელჩო გახსნა თბილისში. 1993 წელს კი უკვე საქართველოს საელჩო გაიხსნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274776520_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_569545157cd193bac4ee45ecf1eb120c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოს გერმანიაში ახალი ელჩი ჰყავს
14:37 23.09.2025 (განახლებულია: 14:52 23.09.2025) გერმანიაში საქართველოს დიპლომატიური მისია წლის დასაწყისიდან ხელმძღვანელის გარეშე იყო დარჩენილი.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად.
ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე მუშაობდა მკვლევარად და უძვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში.
„ალექსანდრე კარტოზიამ, როგორც მეცნიერმა და მთარგმნელმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში. 2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით – „დამსახურების ჯვრით“ დაჯილდოვდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე გერმანიაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას ლევან იზორია ხელმძღვანელობდა (2020-2004 წლებში).
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 13 აპრილს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს საელჩო გახსნა თბილისში. 1993 წელს კი უკვე საქართველოს საელჩო გაიხსნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.