https://sputnik-georgia.com/20250923/saidentifikacio-monacemebis-uzustobis-gamo-pensioners-pensia-ar-sheucherdeba-295052800.html
საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო პენსიონერს პენსია აღარ შეუჩერდება
საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო პენსიონერს პენსია აღარ შეუჩერდება
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასაკობრივ პენსიას 875 ათასზე მეტი ადამიანი იღებს. 23.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-23T16:00+0400
2025-09-23T16:00+0400
2025-09-23T16:00+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283340406_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_05c9d5f49cb870347154026602a18a80.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა. კერძოდ, პენსიონერს გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო პენსია აღარ შეუჩერდება. მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა, სანამ მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. „ცვლილების თანახმად კი პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას, შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ. უწყების ცნობით, ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასაკობრივ პენსიას 875 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, აქედან 257,2 ათასი მამაკაცი და 617,8 ათასი ქალია დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ასაკის მიხედვით 350 ლარი და 450 ლარია. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283340406_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_f4ccc6888ff5177b6559b2ab64ee4233.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო პენსიონერს პენსია აღარ შეუჩერდება
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასაკობრივ პენსიას 875 ათასზე მეტი ადამიანი იღებს.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.
კერძოდ, პენსიონერს გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო პენსია აღარ შეუჩერდება.
მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა, სანამ მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა.
„ცვლილების თანახმად კი პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას, შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ.
უწყების ცნობით, ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასაკობრივ პენსიას 875 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, აქედან 257,2 ათასი მამაკაცი და 617,8 ათასი ქალია
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ასაკის მიხედვით 350 ლარი და 450 ლარია.
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.