https://sputnik-georgia.com/20250923/qartul-ocnebashi-opozicias-upasuxes-295057967.html
პროტესტი და ძალადობის მუქარა: „ქართული ოცნების“ რეაქცია ოპოზიციის გეგმებზე
პროტესტი და ძალადობის მუქარა: „ქართული ოცნების“ რეაქცია ოპოზიციის გეგმებზე
Sputnik საქართველო
წითლიძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად გამოვლენ, რათა დაიცვან კონსტიტუციით განსაზღვრული... 23.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-23T19:35+0400
2025-09-23T19:35+0400
2025-09-23T19:35+0400
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
საპროტესტო აქციები თბილისში
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/18/292230125_0:20:2048:1172_1920x0_80_0_0_3fbf9bb6eba2e96a2c30c55703acf38b.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არა მშვიდობიანი პროტესტისთვის, არამედ ადგილობრივი არჩევნების დღეს დესტაბილიზაციისთვის ემზადება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა.წითლიძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად გამოვლენ, რათა დაიცვან კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და წინ აღუდგნენ ნებისმიერ სასტიკ მოპყრობას. მისი თქმით, „ხელისუფლება და გდდ-ის 4 ათასი სპეცრაზმელი ვერ მოერევა ათასობით მოქალაქეს".მშვიდობიანი საპროტესტო აქციები მშვიდად მიმდინარეობს და სამართალდამცავი ორგანოების ჩარევას არ საჭიროებს, ხოლო სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფნა მიუთითებს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ძალადობისა და ძალმომრეობისთვის ემზადებიან, განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა.თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ გენმდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია 4 ოქტომბერს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს.როგორც ადრე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია ძალა და რესურსი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დასამხობად და რომ ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება.რუსთაველის გამზირზე 4 ოქტომბერს - ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების დღეს - ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, მათ შორის, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/18/292230125_0:0:1936:1451_1920x0_80_0_0_77c217ba704cb89a730fdc8a14c6c70c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, საპროტესტო აქციები თბილისში , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, საპროტესტო აქციები თბილისში , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
პროტესტი და ძალადობის მუქარა: „ქართული ოცნების“ რეაქცია ოპოზიციის გეგმებზე
წითლიძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად გამოვლენ, რათა დაიცვან კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და წინ აღუდგნენ ნებისმიერ სასტიკ მოპყრობას.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არა მშვიდობიანი პროტესტისთვის, არამედ ადგილობრივი არჩევნების დღეს დესტაბილიზაციისთვის ემზადება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა.
წითლიძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად გამოვლენ, რათა დაიცვან კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და წინ აღუდგნენ ნებისმიერ სასტიკ მოპყრობას. მისი თქმით, „ხელისუფლება და გდდ-ის 4 ათასი სპეცრაზმელი ვერ მოერევა ათასობით მოქალაქეს".
„ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ რადიკალებს ისევ და ისევ დღის წესრიგში აქვთ ის, რომ ძალადობრივი გზით, შესაბამისი ექსტრემისტული დაჯგუფებების მობილიზების გზით შეეცადონ სიტუაციის არევა და 4 ოქტომბერი დაამსგავსონ იმ დღეებს, რაც ჩვენ ვიხილეთ თუნდაც გასული წლის ნოემბრის მიწურულსა და დეკემბრის დასაწყისში“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
მშვიდობიანი საპროტესტო აქციები მშვიდად მიმდინარეობს და სამართალდამცავი ორგანოების ჩარევას არ საჭიროებს, ხოლო სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფნა მიუთითებს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ძალადობისა და ძალმომრეობისთვის ემზადებიან, განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
„ვინც გადაწყვეტს ქვეყანა არიოს, ხალხს წაართვას არჩევანის უფლება და საკუთარი ანტიქართული და ანტიეროვნული პოლიტიკური მოსაზრებები მოახვიოს თავზე, ბუნებრივია, ყველას სახელმწიფო სათანადო პასუხს გასცემს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ გენმდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია 4 ოქტომბერს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს.
„ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ. როგორ შეიძლება ანა წითლიძის განცხადება შეაფასო?! 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას. „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს დედაქალაქში. შენარჩუნებული იქნება სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა გაგრძელდება“, - აღნიშნა კალაძემ.
როგორც ადრე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია ძალა და რესურსი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დასამხობად და რომ ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება.
რუსთაველის გამზირზე 4 ოქტომბერს - ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების დღეს - ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, მათ შორის, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.