https://sputnik-georgia.com/20250922/biuroze-mmartveli-gundis-iniciativa-daregistrirdeba-295038709.html
კორუფციასთან ბრძოლა: მმართველი გუნდის ინიციატივა დღეს პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდება
კორუფციასთან ბრძოლა: მმართველი გუნდის ინიციატივა დღეს პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდება
Sputnik საქართველო
ჩინოვნიკები იძულებული იქნებიან 30 წლის განმავლობაში შემოსავლები დეკლარირება მოახდინონ 22.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-22T11:39+0400
2025-09-22T11:39+0400
2025-09-22T11:39+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995916_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_df63a06fd1714bbb78ae35c6c050f92c.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საჯარო მოხელეებს, სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათ ფინანსურ და სამოხელეო დანაშაულებში დამნაშავედ ცნობენ, ვალდებულება ექნებათ 30 წლის განმავლობაში წარადგინონ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია. პარლამენტის მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდება.გასულ კვირაში საქართველოში გახმაურებული კორუფციული სკანდალი გამოაშკარავდა, რომლის მთავარი ფიგურანტიც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეა. მას ბრალად ედება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. კერძოდ, საგამოძიებო უწყება ექს-მინისტრს ედავება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2023 წელს სამხედრო ჰოსპიტლისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენისას 1,3 მლნ ლარის გათეთრება. ამავე საქმეზე დაკავებულია მისი მოადგილე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.მანამდე, 21 ივნისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რომეო მიქაუტაძე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე ეკავა, სამსახურებრივი უფლებამოსილები ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს. მას 2.2 მილიონი ლარის გათეთრებაში ადანაშაულებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995916_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_4e72dca9e2e915ef73a42f684d7c0b33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ახალი ამბები
კორუფციასთან ბრძოლა: მმართველი გუნდის ინიციატივა დღეს პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდება
ჩინოვნიკები იძულებული იქნებიან 30 წლის განმავლობაში შემოსავლები დეკლარირება მოახდინონ
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საჯარო მოხელეებს, სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათ ფინანსურ და სამოხელეო დანაშაულებში დამნაშავედ ცნობენ, ვალდებულება ექნებათ 30 წლის განმავლობაში წარადგინონ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია.
პარლამენტის მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდება.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს მათ მიერ მითვისებული ქონების ლეგალიზაციას და პირადი ინტერესებისთვის მის გამოყენებას სასჯელის მოხდის შემდეგაც კი.
გასულ კვირაში საქართველოში გახმაურებული კორუფციული სკანდალი გამოაშკარავდა, რომლის მთავარი ფიგურანტიც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეა. მას ბრალად ედება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. კერძოდ, საგამოძიებო უწყება ექს-მინისტრს ედავება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2023 წელს სამხედრო ჰოსპიტლისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენისას 1,3 მლნ ლარის გათეთრება. ამავე საქმეზე დაკავებულია მისი მოადგილე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
მანამდე, 21 ივნისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რომეო მიქაუტაძე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე ეკავა, სამსახურებრივი უფლებამოსილები ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს. მას 2.2 მილიონი ლარის გათეთრებაში ადანაშაულებენ.