https://sputnik-georgia.com/20250921/tbilisshi-iaragi-da-narkotiki-amoiges-295033021.html
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
Sputnik საქართველო
დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 21.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-21T15:18+0400
2025-09-21T15:18+0400
2025-09-21T15:18+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_0:65:1280:785_1920x0_80_0_0_c8f8434c87c9843b01e2988ae37b15d9.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 21 და 29 წლის მამაკაცებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ჯგუფურად, უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, ჯგუფურად რეალიზაციის ხელშეწყობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ერთი- ერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ სხვადასხვა ადგილას განთავსებული, 10 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 15 ძირი „მცენარე კანაფი“, 2 პისტოლეტი, მჭიდი და 14 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, კერძოდ: წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორი. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_12632fc69f07cd05e5d357bb939c89c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
21 და 29 წლის მამაკაცებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ჯგუფურად, უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, ჯგუფურად რეალიზაციის ხელშეწყობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ერთი- ერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ სხვადასხვა ადგილას განთავსებული, 10 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 15 ძირი „მცენარე კანაფი“, 2 პისტოლეტი, მჭიდი და 14 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, კერძოდ: წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.