https://sputnik-georgia.com/20250920/ras-edaveba-prokuratura-juanser-burwulazis-ojaxis-wevrs-295025676.html
რას ედავება პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრს
რას ედავება პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრს
Sputnik საქართველო
ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრის ვასილ მხეიძის კუთვნილი კომპანიების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით... 20.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-20T18:39+0400
2025-09-20T18:39+0400
2025-09-20T18:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ჯუანშერ ბურჭულაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება-შენახვის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს.ჯგუფის წევრებს ქალაქ გორში მფლობელობაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით და ტექნიკური აღჭურვილობით, სადაც ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე დამზადებას და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი, ბრალდებულები სიგარეტის დასამზადებლად ძირითადად იყენებდნენ ცნობილი უცხოური ბრენდის დასახელებას და სასაქონლო ნიშანს. მიმდინარე წლის 16-19 სექტემბერს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2.176.000 ლარზე მეტი ღირებულების 325.000-მდე კოლოფ უაქციზო ფილტრიან სიგარეტს, რაც საგამოძიებო ორგანომ ამოიღო, აღნიშულია პროკურატურის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში. გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოპძებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უწყების მიერ გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრის ვასილ მხეიძის კუთვნილი კომპანიების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები. ვასილ მხეიძე 27 ივლისს დააკავეს, ის თავდაცვის სამინისტროდან 1,3 მლნ ლარის გაფლანგვის საქმეში ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ერთად ფიგურირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ჯუანშერ ბურჭულაძე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ჯუანშერ ბურჭულაძე
რას ედავება პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრს
ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრის ვასილ მხეიძის კუთვნილი კომპანიების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტებია გამოვლენილი.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება-შენახვის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს.
ჯგუფის წევრებს ქალაქ გორში მფლობელობაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით და ტექნიკური აღჭურვილობით, სადაც ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე დამზადებას და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი, ბრალდებულები სიგარეტის დასამზადებლად ძირითადად იყენებდნენ ცნობილი უცხოური ბრენდის დასახელებას და სასაქონლო ნიშანს.
მიმდინარე წლის 16-19 სექტემბერს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2.176.000 ლარზე მეტი ღირებულების 325.000-მდე კოლოფ უაქციზო ფილტრიან სიგარეტს, რაც საგამოძიებო ორგანომ ამოიღო, აღნიშულია პროკურატურის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.
გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოპძებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უწყების მიერ გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრის ვასილ მხეიძის კუთვნილი კომპანიების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები.
ვასილ მხეიძე 27 ივლისს დააკავეს, ის თავდაცვის სამინისტროდან 1,3 მლნ ლარის გაფლანგვის საქმეში ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ერთად ფიგურირებს.