https://sputnik-georgia.com/20250920/ra-etapzea-batumsi-xelovnuri-kunzulis-msenebloba-295013973.html
რა ეტაპზეა ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა
რა ეტაპზეა ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა
Sputnik საქართველო
წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული... 20.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-20T11:29+0400
2025-09-20T11:29+0400
2025-09-20T11:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
აჭარის მთავრობა
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/13/294998338_0:236:1080:844_1920x0_80_0_0_e589dbd5b5456db94b650786d7883d9b.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik.ხელოვნური კუნძულ „ბათუმი აილენდის“ მშენებლობა დასრულდა, ახლა კუნძულზე განაშენიანების აქტიური ფაზა დაიწყება.ბათუმში იგეგმება ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის აშენება, რომლებიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო და კომერციულ-საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციებით განხორციელდება. „ბათუმი აილენდის“ მშენებლობა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო.ამ დროისთვის პროექტის 26 ჰა მიწის ფართობი ექსპლუატაციაში იქნა მიღებული და ამით მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა.2025 წლის სექტემბრის თვიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ულტრათანამედროვე, მრავალფუნქციური შენობა ნაგებობის მშენებლობის დაწყება იგეგმება, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრს და ა.შ.მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი დადგენილებით კომპანიას ბათუმში ბარცხანის და თამარის დასახლებებში 90 ჰექტარი მიწის განაშენიანების უფლება მიენიჭება.კუნძულზე პროექტის მიხედვით მოეწყობა საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები.წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/13/294998338_0:135:1080:945_1920x0_80_0_0_b1f070123f3b2f811ab31ef3c6e78411.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , ბათუმი
რა ეტაპზეა ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა
წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik.ხელოვნური კუნძულ „ბათუმი აილენდის“ მშენებლობა დასრულდა, ახლა კუნძულზე განაშენიანების აქტიური ფაზა დაიწყება.
ბათუმში იგეგმება ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის აშენება, რომლებიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო და კომერციულ-საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციებით განხორციელდება. „ბათუმი აილენდის“ მშენებლობა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო.
ამ დროისთვის პროექტის 26 ჰა მიწის ფართობი ექსპლუატაციაში იქნა მიღებული და ამით მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა.
2025 წლის სექტემბრის თვიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ულტრათანამედროვე, მრავალფუნქციური შენობა ნაგებობის მშენებლობის დაწყება იგეგმება, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრს და ა.შ.
მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი დადგენილებით კომპანიას ბათუმში ბარცხანის და თამარის დასახლებებში 90 ჰექტარი მიწის განაშენიანების უფლება მიენიჭება.
კუნძულზე პროექტის მიხედვით მოეწყობა საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები.
წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.