https://sputnik-georgia.com/20250920/qedasi-mewyeri-camowva-arian-dasavebulebi-295017209.html
ქედაში მეწყერი ჩამოწვა - არიან დაშავებულები
ქედაში მეწყერი ჩამოწვა - არიან დაშავებულები
Sputnik საქართველო
აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა რეგიონს პრობლემები შეუქმნა 20.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-20T14:19+0400
2025-09-20T14:19+0400
2025-09-20T14:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
სტიქიური მოვლენები
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259807426_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_f8f125fb6053e55ded7e9d41ffce9de2.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ დოხოძეებში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაინგრა და ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „პალიტრა".ადგილობრივების ცნობით, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.როგორც ქედის მერიაში განაცხადეს, აღნიშნული სახლი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობდა.მერიაში ასევე აღნიშნეს, რომ რვა წევრიანი ოჯახი ჩართული იყო ,,სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის“ პროგრამაში. აჭარში სტიქიამ დღეს პრობლემები არაერთ მუნიციპალიტეტში შექმნა. რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა და ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლები და გზები დატბორა. სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილია ბათუმის მოსახლეობის დიდი ნაწილი.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259807426_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_f50b00f41193529fb0224dae833de387.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , სტიქიური მოვლენები, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , სტიქიური მოვლენები, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ქედაში მეწყერი ჩამოწვა - არიან დაშავებულები
აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა რეგიონს პრობლემები შეუქმნა
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ დოხოძეებში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაინგრა და ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „პალიტრა".
ადგილობრივების ცნობით, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც ქედის მერიაში განაცხადეს, აღნიშნული სახლი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობდა.
„ოჯახს მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთხელ მიეწოდა წერილობითი გაფრთხილება საცხოვრისის დატოვებისა და უსაფრთხო ადგილზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ, თუმცა, ისინი კვლავ აგრძელებდნენ საცხოვრებლად სახლის გამოყენებას", - აღნიშნავენ უწყებაში.
მერიაში ასევე აღნიშნეს, რომ რვა წევრიანი ოჯახი ჩართული იყო ,,სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის“ პროგრამაში.
აჭარში სტიქიამ დღეს პრობლემები არაერთ მუნიციპალიტეტში შექმნა. რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა და ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლები და გზები დატბორა. სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილია ბათუმის მოსახლეობის დიდი ნაწილი.