https://sputnik-georgia.com/20250920/masvelebi-mdinare-woroxze-carcenili-taqsis-mzrolis-gamoyvanas-cdiloben-295021025.html
მაშველები მდინარე ჭოროხში ჩარჩენილი ტაქსის მძღოლის გამოყვანას ცდილობენ
მაშველები მდინარე ჭოროხში ჩარჩენილი ტაქსის მძღოლის გამოყვანას ცდილობენ
Sputnik საქართველო
აჭარში მოსული უხვვმა ნალექის გამო მდინარე მაჭახელა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. 20.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-20T15:28+0400
2025-09-20T15:28+0400
2025-09-20T15:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/0f/293368959_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_bd30a0caeb7eaef48235658e7608dff6.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ხელვაჩაურში მაშველები მდინარე ჭოროხში მანქანით ჩარჩენილი ადამიანის გარადჩენას ცდილობენ, იუწყება ადგილობრივი მედია. შემთხვევა მახოს ხიდის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების თქმით, წყალში ჩარჩენილი ავტომობილი სავარაუდოდ ტაქსის მძღოლს ეკუთვნის, რადგან მასზე კერძო კომპანიის რეკლამებია განთავსებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება. აჭარაში მოსულმა უხვა ნალექმა მდინარე მაჭახელას ადიდება გამოიწვია, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მედიის ცნობით, მაჭახლისწყლის ხეობაში ამ დრომდე უმძიმესი ვითარებაა. დაზიანებულია ცენტრალური გზის ნაწილი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც ხეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი აღნიშნულია, რომ ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სახლი დატბორა. „მდინარე მაჭახელა ამინდის მკვეთრი გაუარესების შედეგად ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან. დაზიანდა ახლომდებარე სარესტორნო ინფრასტრუქტურა და დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნავენ მერიაში. უწყების ცნობით, ხელვაჩაურის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/0f/293368959_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_cefc899ad73d29d0cafdb81a2ad6815c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , სტიქიური მოვლენები
მაშველები მდინარე ჭოროხში ჩარჩენილი ტაქსის მძღოლის გამოყვანას ცდილობენ
აჭარში მოსული უხვვმა ნალექის გამო მდინარე მაჭახელა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ხელვაჩაურში მაშველები მდინარე ჭოროხში მანქანით ჩარჩენილი ადამიანის გარადჩენას ცდილობენ, იუწყება ადგილობრივი მედია.
შემთხვევა მახოს ხიდის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების თქმით, წყალში ჩარჩენილი ავტომობილი სავარაუდოდ ტაქსის მძღოლს ეკუთვნის, რადგან მასზე კერძო კომპანიის რეკლამებია განთავსებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება.
აჭარაში მოსულმა უხვა ნალექმა მდინარე მაჭახელას ადიდება გამოიწვია, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
მედიის ცნობით, მაჭახლისწყლის ხეობაში ამ დრომდე უმძიმესი ვითარებაა. დაზიანებულია ცენტრალური გზის ნაწილი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც ხეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი აღნიშნულია, რომ ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სახლი დატბორა.
„მდინარე მაჭახელა ამინდის მკვეთრი გაუარესების შედეგად ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან. დაზიანდა ახლომდებარე სარესტორნო ინფრასტრუქტურა და დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნავენ მერიაში.
უწყების ცნობით, ხელვაჩაურის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.