https://sputnik-georgia.com/20250919/giorgi-kandelaksa-da-kidev-6-pirs-patimroba-seefardat-295008721.html
გიორგი კანდელაკსა და კიდევ 6 პირს პატიმრობა შეეფარდათ
გიორგი კანდელაკსა და კიდევ 6 პირს პატიმრობა შეეფარდათ
Sputnik საქართველო
წარდგენილი ბრალი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 19.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-19T16:01+0400
2025-09-19T16:01+0400
2025-09-19T16:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გორელ ბიზნესმენს, ყოფილ მოკრივე გიორგი კანდელაკს, გორის საკრებულოს წევრს, ბორის გოგიჩაიშვილს, ალექსანდრე კურტანიძეს, ქართლოს ჯალაბაძეს, გიორგი ბიბილაიშვილს, გიორგი ქავთარაძესა და თენგიზ გულორდავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლის რეგიონში უპრეცედენტო რაოდენობის - 75.137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო და დანაშაულში მონაწილე 7 პირი დააკავა. სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებასა და შენახვას, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც ვისკისა და არაყს აქციზური მარკის გარეშე წლების განმავლობაში სისტემატურად ამზადებდნენ და ინახავდნენ, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი დანაშაულბრივი ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს. კერძოდ, სააგამოძიებო მოქმედებების შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული 75.137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი) ამოიღეს. გარდა ამისა, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან სამართალდამცველებმა ამოიღეს 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA . ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 200-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა ), ასევე 196-ე (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები
გიორგი კანდელაკსა და კიდევ 6 პირს პატიმრობა შეეფარდათ
წარდგენილი ბრალი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გორელ ბიზნესმენს, ყოფილ მოკრივე გიორგი კანდელაკს, გორის საკრებულოს წევრს, ბორის გოგიჩაიშვილს, ალექსანდრე კურტანიძეს, ქართლოს ჯალაბაძეს, გიორგი ბიბილაიშვილს, გიორგი ქავთარაძესა და თენგიზ გულორდავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლის რეგიონში უპრეცედენტო რაოდენობის - 75.137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო და დანაშაულში მონაწილე 7 პირი დააკავა.
სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.
აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. ადვოკატებმა სხვადასხვა რაოდენობის გირაოს თანხის ოდენობით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ბრალდებულებმა სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს და განაცხადეს, რომ დანაშაულთან კავშირი არ აქვთ.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებასა და შენახვას, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოებას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც ვისკისა და არაყს აქციზური მარკის გარეშე წლების განმავლობაში სისტემატურად ამზადებდნენ და ინახავდნენ, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი დანაშაულბრივი ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს.
კერძოდ, სააგამოძიებო მოქმედებების შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული 75.137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი) ამოიღეს.
გარდა ამისა, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან სამართალდამცველებმა ამოიღეს 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA .
ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 200-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა ), ასევე 196-ე (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.