https://sputnik-georgia.com/20250919/germaniis-ert-ert-aeroportsi-saqartvelos-moqalaqe-daakaves-295003186.html
გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციელებს ფეხს ურტყამდა და აფურთხებდა. 19.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-19T14:04+0400
2025-09-19T14:04+0400
2025-09-19T14:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1e/252169208_0:175:3017:1872_1920x0_80_0_0_563d099a8ace02e73add5e3a26ae7e45.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. გერმანიაში, მემინგენის აეროპორტში საქართველოს 55 წლის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქე თვითმფრინავში შეუფერებლად იქცეოდა, ეკიპაჟის მითითებებს არ ემორჩილებოდა და პილოტმა ის აფრენის წინ ბორტიდან ჩამოსვა. პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცი თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს, მან ტერმინალის დატოვებაზე უარი განაცხადა და სხვა მგზავრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, პოლიციის თანამშრომლებს ფეხს ურტყამდა და აფურთხებდა. საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე თავდასხმის ბრალდებით აღიძრა. მან 2 ათასი ევროს ოდენობის გირაოს ნებაყოფლობით გადახდაზე და მომსახურების აგენტის დანიშვნაზე უარი განაცხადა. მამაკაცი რაიონული სასამართლოს გამომძიებელი მოსამართლის წინაშე უკვე წარდგა. ის ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1e/252169208_143:0:2872:2047_1920x0_80_0_0_fcf5843f0fb9d7a1c3d492134f4d788a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , შემთხვევები
გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციელებს ფეხს ურტყამდა და აფურთხებდა.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. გერმანიაში, მემინგენის აეროპორტში საქართველოს 55 წლის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქე თვითმფრინავში შეუფერებლად იქცეოდა, ეკიპაჟის მითითებებს არ ემორჩილებოდა და პილოტმა ის აფრენის წინ ბორტიდან ჩამოსვა.
პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცი თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს, მან ტერმინალის დატოვებაზე უარი განაცხადა და სხვა მგზავრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, პოლიციის თანამშრომლებს ფეხს ურტყამდა და აფურთხებდა.
საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე თავდასხმის ბრალდებით აღიძრა. მან 2 ათასი ევროს ოდენობის გირაოს ნებაყოფლობით გადახდაზე და მომსახურების აგენტის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
მამაკაცი რაიონული სასამართლოს გამომძიებელი მოსამართლის წინაშე უკვე წარდგა. ის ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.