სიღნაღში 1337 ძირი მცენარე კანაფი ამოიღეს: დაკავებულია 5 პირი

CC BY 2.0 / Mark / lemon kushმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2025
გამოწერა
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით კახეთში 5 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 22-დან 47 წლამდეა, საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ჯგუფურად, უკანონო დათესვა- მოყვანა-კულტივირებას, აღნიშნულ ადანაშაულში დახმარების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მათ დროებით სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა - მოყვანასა და კულტივირებას ეწეოდნენ, შემდგომ კი მცენარე კანაფს საცხოვრებელ სახლში, სპეციალურ მოწყობილ სათავსოში აშრობდნენ.
სამართალდამცველებმა სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის 1337 ძირი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ასევე ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა და მარიხუანას დაფასოებისთვის განკუთვნილი სასწორი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 25-265-ე პრიმა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0