პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2025
გამოწერა
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცს დაუსწრებლად შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი 33 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, მსჯავრდებულმა თბილისში, 2019 წლის 26 აპრილს 32 წლის პირს გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცს დაუსწრებლად შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის 2021 წლიდან იძებნებოდა.
დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
ყველა ახალი ამბავი
0