პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის 2004 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2025
გამოწერა
38 წლის მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით იძებნებოდა.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
38 წლის მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით 2004 წლიდან იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა მსჯავრდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საზღვრის კვეთას სხვის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა.
ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
ყველა ახალი ამბავი
0