https://sputnik-georgia.com/20250917/papuashvilma-evrokavshiri-zaladobis-mxaris-archevashi-daadanashaula-294973362.html
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირი ძალადობის მხარეს არჩევაში დაადანაშაულა
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირი ძალადობის მხარეს არჩევაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
შსს-მ ხოშტარიას წინააღმდეგ საქმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე აღძრა - გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან... 17.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-17T17:00+0400
2025-09-17T17:00+0400
2025-09-17T17:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e4b6e766ac29614886790c2ab3eac6e6.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ბრიუსელმა ძალადობის მხარე კი არ უნდა აირჩიოს, არამედ უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს: კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.მანამდე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრეს-სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ევროკავშირის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში დაკავებულ ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას, „ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტიკურ პატიმარს“ და მოითხოვა მათი გათავისუფლება.სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს ვერაზე, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანება - ხოშტარიამ თავად გაავრცელა ვიდეო, სადაც იგი კალაძის საარჩევნო ბანერს აწერს: „რუსული ოცნება".პოლიტიკოსის თქმით, ამ ფორმით მან სოლიდარობა გამოუცხადა მეგი დიასამიძეს, რომელიც კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. სასამართლომ მას 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.შსს-მ ხოშტარიას წინააღმდეგ საქმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე აღძრა - გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გასულ კვირაში კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.11 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს, შეუერთდნენ საპროტესტო აქციას.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_b9554aa757b4fcf76fd5dd23cc843d05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირი ძალადობის მხარეს არჩევაში დაადანაშაულა
შსს-მ ხოშტარიას წინააღმდეგ საქმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე აღძრა - გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ბრიუსელმა ძალადობის მხარე კი არ უნდა აირჩიოს, არამედ უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს: კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
მანამდე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრეს-სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ევროკავშირის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში დაკავებულ ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას, „ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტიკურ პატიმარს“ და მოითხოვა მათი გათავისუფლება.
„დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია.
ამის ფონზე სკანდირება - „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“, ძალადობის მხარის არჩევაა. ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს - კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას“, - დაწერა პაპუაშვილმა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს ვერაზე, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანება - ხოშტარიამ თავად გაავრცელა ვიდეო, სადაც იგი კალაძის საარჩევნო ბანერს აწერს: „რუსული ოცნება".
პოლიტიკოსის თქმით, ამ ფორმით მან სოლიდარობა გამოუცხადა მეგი დიასამიძეს, რომელიც კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. სასამართლომ მას 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
შსს-მ ხოშტარიას წინააღმდეგ საქმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე აღძრა - გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გასულ კვირაში კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.
11 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს, შეუერთდნენ საპროტესტო აქციას.