https://sputnik-georgia.com/20250917/jangveladzis-mkvlelobis-saqmeze-kidev-erti-piri-daakaves-294979548.html
ლევან ჯანგველაძის მკვლელობა: შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა
ლევან ჯანგველაძის მკვლელობა: შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
`კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სუხუმსკი) ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. 17.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-17T19:14+0400
2025-09-17T19:14+0400
2025-09-17T19:40+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულ სანდრო წივწივაძის ადვოკატის გიორგი ბარდაველიძის საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტზე დაკავებულია ლაშა მაისურაძე, ადვოკატისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით ფაქტზე ძებნაში მყოფ დავით მიქაძეს ბრალი წარედგინა.ჯანგველაძის მკვლელობა 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პროკურატურამ ხუთ პირს, მათგან ორს დაუსწრებლად, წარუდგინა ბრალდება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე.უწყების ცნობით, ლაშა მაისურაძემ თითქოსდა მის საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით შეხვედრაზე დაითანხმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ შორის ერთ-ერთმა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილმა, ადვოკატის საქმიანობასთან დაკავშირებით, ზემოქმედების მოხდენის მიზნით, განიზრახეს მუქარა განეხორციელებინათ ადვოკატის მიმართ. ერთ-ერთი ბრალდებული ადვოკატს შეხვდა, მიაწოდა მობილური ტელეფონი და მოსთხოვა ძებნილ ბრალდებულს გასაუბრებოდა, რომელიც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.გამოძიება სსკ-ის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ლაშა მაისურაძეს და ძებნაში მყოფ დავით მიქაძეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ლევან ჯანგველაძის მკვლელობა: შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა
19:14 17.09.2025 (განახლებულია: 19:40 17.09.2025) `კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სუხუმსკი) ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულ სანდრო წივწივაძის ადვოკატის გიორგი ბარდაველიძის საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტზე დაკავებულია ლაშა მაისურაძე, ადვოკატისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით ფაქტზე ძებნაში მყოფ დავით მიქაძეს ბრალი წარედგინა.
ჯანგველაძის მკვლელობა 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პროკურატურამ ხუთ პირს, მათგან ორს დაუსწრებლად, წარუდგინა ბრალდება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე.
უწყების ცნობით, ლაშა მაისურაძემ თითქოსდა მის საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით შეხვედრაზე დაითანხმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ შორის ერთ-ერთმა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილმა, ადვოკატის საქმიანობასთან დაკავშირებით, ზემოქმედების მოხდენის მიზნით, განიზრახეს მუქარა განეხორციელებინათ ადვოკატის მიმართ. ერთ-ერთი ბრალდებული ადვოკატს შეხვდა, მიაწოდა მობილური ტელეფონი და მოსთხოვა ძებნილ ბრალდებულს გასაუბრებოდა, რომელიც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება სსკ-ის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ლაშა მაისურაძეს და ძებნაში მყოფ დავით მიქაძეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.