https://sputnik-georgia.com/20250917/----------294976558.html
მინისტრი: საქართველო აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთთან პარტნიორობით უსაფრთხოებას აძლიერებს
მინისტრი: საქართველო აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთთან პარტნიორობით უსაფრთხოებას აძლიერებს
Sputnik საქართველო
მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა 17.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-17T20:00+0400
2025-09-17T20:00+0400
2025-09-17T20:00+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აზერბაიჯანი
სომხეთი
თურქეთი
პოლიტიკა საქართველოში
კავკასია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1c/291584078_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_f13a5386d6dd1cf3a2431629030a701c.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. გლობალური უსაფრთხოების საკითხებში ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი მეზობლებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან ურთიერთობაა, რომლებიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მინისტრმა ხაზი გაუსვა თითოეულ ამ ქვეყანასთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სწორედ თბილისი იყო ის ადგილი, რომელმაც უმასპინძლა პირველ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. თანამშრომლობის ეს ფორმატი გაგრძელდება და გაფართოვდება, დასძინა მან.საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აპირებს იყოს სრულუფლებიანი მონაწილე რეგიონული უსაფრთხოების ძირითად საკითხებზე განხილვებში და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან ამ სფეროში. მისი თქმით, უკვე განხორციელდა ვიზიტი თურქეთში და ანკარასთან ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთი რეგიონში მთავარი მოთამაშე და საქართველოს საიმედო პარტნიორია.ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რაც ადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყნებს შეუძლიათ კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობების საფუძველზე გაანახორციელონ სასარგებლო პროექტები არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების განმტკიცებასა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. „სულ ცოტა ხანში თბილისი უმასპინძლებს „აბრეშუმის ფორუმს", მორიგ საერთაშორისო კონფერენციას, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის როლზე, ჩვენი ქვეყნის ფუნქციაზე და იმ საერთაშორისო თანამშრომლობებზე, რომელსაც საქართველო ავითარებს სწორედ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს დედაქალაქში 22-23 ოქტომბერს გაიმართება. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან 2000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა და სლოგანია „ინვესტიცია კავშირგაბმულობაში - ზრდა სტაბილურობაში“. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ უკვე დაიმკვიდრა თავი, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა მთავრობებს შორის დიალოგისთვის და სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის. ფორუმი ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან სადისკუსიო პლატფორმას საერთაშორისო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებზე, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირებისზე, მათ შორის შუა დერეფნის როლსა და მისი ფუნქციების შემდგომი განვითარების, ასევე სხვადასხვა სექტორში ახალი პროგრამებსა და პროექტებზე სასაუბროდ.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1c/291584078_131:0:1952:1366_1920x0_80_0_0_f039d9685f24bceef53355bee681a55f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში, კავკასია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში, კავკასია, ახალი ამბები
მინისტრი: საქართველო აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთთან პარტნიორობით უსაფრთხოებას აძლიერებს
მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. გლობალური უსაფრთხოების საკითხებში ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი მეზობლებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან ურთიერთობაა, რომლებიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა თითოეულ ამ ქვეყანასთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სწორედ თბილისი იყო ის ადგილი, რომელმაც უმასპინძლა პირველ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. თანამშრომლობის ეს ფორმატი გაგრძელდება და გაფართოვდება, დასძინა მან.
„გლობალურ უსაფრთხოებაზე როდესაც არის საუბარი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუბარი უნდა დავიწყოთ მეზობლებთან ურთიერთობით, მეზობლებთან ურთიერთობები ჩვენთვის არის მთავარი პრიორიტეტი. „საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა სამ მეზობელთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია სამივე ქვეყანასთან ურთიერთობა. განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აპირებს იყოს სრულუფლებიანი მონაწილე რეგიონული უსაფრთხოების ძირითად საკითხებზე განხილვებში და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან ამ სფეროში. მისი თქმით, უკვე განხორციელდა ვიზიტი თურქეთში და ანკარასთან ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთი რეგიონში მთავარი მოთამაშე და საქართველოს საიმედო პარტნიორია.
ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რაც ადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყნებს შეუძლიათ კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობების საფუძველზე გაანახორციელონ სასარგებლო პროექტები არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის.
„უფრო ფართო რეგიონში უკვე იგულისხმება ცენტრალური აზია და ევროპის ქვეყნები, რომლებისთვისაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება და თანამშრომლობა. ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლებაც - ცდილობს, გაამყაროს კავშირები პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებთან და შემდგომ უკვე – ფართო რეგიონის ქვეყნებთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების განმტკიცებასა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.
„სულ ცოტა ხანში თბილისი უმასპინძლებს „აბრეშუმის ფორუმს", მორიგ საერთაშორისო კონფერენციას, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის როლზე, ჩვენი ქვეყნის ფუნქციაზე და იმ საერთაშორისო თანამშრომლობებზე, რომელსაც საქართველო ავითარებს სწორედ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს დედაქალაქში 22-23 ოქტომბერს გაიმართება. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან 2000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა და სლოგანია „ინვესტიცია კავშირგაბმულობაში - ზრდა სტაბილურობაში“.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ უკვე დაიმკვიდრა თავი, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა მთავრობებს შორის დიალოგისთვის და სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის.
ფორუმი ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან სადისკუსიო პლატფორმას საერთაშორისო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებზე, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირებისზე, მათ შორის შუა დერეფნის როლსა და მისი ფუნქციების შემდგომი განვითარების, ასევე სხვადასხვა სექტორში ახალი პროგრამებსა და პროექტებზე სასაუბროდ.