https://sputnik-georgia.com/20250916/shss-120000-eqstazi-amoigo-294960791.html
12 ათასამდე აბი „ექსტაზი" და 520 აბი „სუბოტექსი": შსს-მ ორი პირი დააკავა
12 ათასამდე აბი „ექსტაზი" და 520 აბი „სუბოტექსი": შსს-მ ორი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 16.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-16T15:33+0400
2025-09-16T15:33+0400
2025-09-16T15:33+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282572781_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_4c41b1950c0d2b7b1a03a70df9c049ee.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 15 სექტემბერს თბილისში ჩატარებული ორი სპეცოპერაციის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 ათასამდე აბი „ექსტაზი" და 520 აბი „სუბოტექსი" ამოიღეს, ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 2 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 66 წლის პირია, მეორე კი - ლატვიის მოქალაქე. სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს - მათ შორის, 12 ათასამდე აბი „ექსტაზი“, 520 აბი „სუბოტექსი“, „კოკაინი“, „მდმა" და „მარიხუანა“. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი რაოდენობით თანხა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282572781_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_21a267b7bfec408ef89be95fe055ba61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
12 ათასამდე აბი „ექსტაზი" და 520 აბი „სუბოტექსი": შსს-მ ორი პირი დააკავა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 15 სექტემბერს თბილისში ჩატარებული ორი სპეცოპერაციის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 ათასამდე აბი „ექსტაზი" და 520 აბი „სუბოტექსი" ამოიღეს, ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 2 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 66 წლის პირია, მეორე კი - ლატვიის მოქალაქე.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს - მათ შორის, 12 ათასამდე აბი „ექსტაზი“, 520 აბი „სუბოტექსი“, „კოკაინი“, „მდმა" და „მარიხუანა“.
ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი რაოდენობით თანხა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.