https://sputnik-georgia.com/20250916/qutaisshi-devnil-ojaxebs-binebi-gadaecema-294958280.html
850-ზე მეტ დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინა გადაეცემა
850-ზე მეტ დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინა გადაეცემა
Sputnik საქართველო
დევნილი ოჯახებისთვიდ ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა უკვე გაიმართა 16.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-16T17:29+0400
2025-09-16T17:29+0400
2025-09-16T17:29+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში–2018
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_0:63:3414:1983_1920x0_80_0_0_8b35ccf9076ef0700db012a066f9b2a7.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 852 დევნილ ოჯახს გადაეცემა, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში. უწყების ცნობით, ნიკეას ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინას 720 ოჯახი მიიღებს, კიდევ 132 ოჯახი კი შერვაშიძის ქუჩაზე, ასევე ახალაშენებულ კორპუსებში განსახლდება.საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო - გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. მათ გადაეცემათ ერთოთახიანი, ოროთახიანი და სამოთახიანი ბინები.დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. ამ ეტაპზე თბილისში 11 კორპუსი შენდება, სადაც ბინა 2,4 ათას ოჯახს გადაეცემა. პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საცხოვრებელ ფართს ჯამში, 13 ათას დევნილ ოჯახს გადასცემს. აქედან 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასამდე ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 900 მლნ ლარს შეადგენს. იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_c7dbc0f05de8885c191bcf4ec36f8ed1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში–2018, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში–2018, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
850-ზე მეტ დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინა გადაეცემა
დევნილი ოჯახებისთვიდ ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა უკვე გაიმართა
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 852 დევნილ ოჯახს გადაეცემა, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ნიკეას ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინას 720 ოჯახი მიიღებს, კიდევ 132 ოჯახი კი შერვაშიძის ქუჩაზე, ასევე ახალაშენებულ კორპუსებში განსახლდება.
საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო - გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. მათ გადაეცემათ ერთოთახიანი, ოროთახიანი და სამოთახიანი ბინები.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. ამ ეტაპზე თბილისში 11 კორპუსი შენდება, სადაც ბინა 2,4 ათას ოჯახს გადაეცემა.
პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საცხოვრებელ ფართს ჯამში, 13 ათას დევნილ ოჯახს გადასცემს. აქედან 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასამდე ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 900 მლნ ლარს შეადგენს.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.