პოლიციამ 24 წლის ახალგაზრდის დაჭრისთვის ძებნილი დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2025
გამოწერა
მამაკაცი, რომელიც მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, მესამე ინსტანციის-უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავაეს.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 25 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2023 წლის 30 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით მოკვლის მიზნით 24 წლის მამაკაცს დანით განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საბედნიეროდ, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
დანაშაულის ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარუდგინა.
თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბრალდებული გამართლდა. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
ყველა ახალი ამბავი
0