https://sputnik-georgia.com/20250916/batumshi-pestivali-gandagana-gaimarteba-294945146.html
ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება
ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება
Sputnik საქართველო
ფესტივალი აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაციაა. 16.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-16T10:25+0400
2025-09-16T10:25+0400
2025-09-16T10:25+0400
საქართველო
აჭარა
აჭარის მთავრობა
ტურიზმი საქართველოში
ბათუმი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24659/03/246590372_0:105:2048:1257_1920x0_80_0_0_f9e22a31ebacdfa9b05759cece7757cd.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მრავალი გასტრონომიული და გასართობი ღონისძიებით ბათუმის ევროპის მოედანზე 20-21 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.უწყების ცნობით, ორი დღის განმავლობაში საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი.წელს ფესტივალზე სტუმრის სტატუსით პირველად იქნება წარმოდგენილი სვანური და მეგრული სამზარეულოც. გარდა კულინარიული მასტერ-კლასებისა, ასევე დაგეგმილია ქარგვის მასტერ-კლასები, სადაც მონაწილეები აჭარული ნაქარგობის შესრულებას შეეცდებიან. გარდა ამისა, ულამაზესი დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც გასული წლის მსგავსად, „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს. აღნიშნულ სივრცეში აჭარული ყოფისთვის დამახასიათებელი მეთუნეობის, ფეიქრობის, მეტალურგიისა და ხის ნაკეთობების ავთენტური გარემო იქნება შექმნილი, რომელიც მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც 200-მდე ადგილობრივი და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძები იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24659/03/246590372_116:0:1932:1362_1920x0_80_0_0_974e05c339c429e028d62ab34e7ab079.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , ტურიზმი საქართველოში, ბათუმი , ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , ტურიზმი საქართველოში, ბათუმი , ახალი ამბები
ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება
ფესტივალი აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაციაა.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მრავალი გასტრონომიული და გასართობი ღონისძიებით ბათუმის ევროპის მოედანზე 20-21 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ორი დღის განმავლობაში საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი.
„წელს ფესტივალ „განდაგანას“ ფარგლებში მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
წელს ფესტივალზე სტუმრის სტატუსით პირველად იქნება წარმოდგენილი სვანური და მეგრული სამზარეულოც. გარდა კულინარიული მასტერ-კლასებისა, ასევე დაგეგმილია ქარგვის მასტერ-კლასები, სადაც მონაწილეები აჭარული ნაქარგობის შესრულებას შეეცდებიან.
გარდა ამისა, ულამაზესი დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც გასული წლის მსგავსად, „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს. აღნიშნულ სივრცეში აჭარული ყოფისთვის დამახასიათებელი მეთუნეობის, ფეიქრობის, მეტალურგიისა და ხის ნაკეთობების ავთენტური გარემო იქნება შექმნილი, რომელიც მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს.
ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც 200-მდე ადგილობრივი და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძები იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.