https://sputnik-georgia.com/20250916/1-oqtombridan-avtobusis-da-satvirtoebis-mzgolebistvis-mowmois-ageba-rtuldeba-294951100.html
1-ელი ოქტომბრიდან ავტობუსისა და სატვირთოების მძღოლებისთვის მართვის მოწმობის აღება რთულდება
1-ელი ოქტომბრიდან ავტობუსისა და სატვირთოების მძღოლებისთვის მართვის მოწმობის აღება რთულდება
Sputnik საქართველო
CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და ქუთაისის... 16.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-16T12:13+0400
2025-09-16T12:13+0400
2025-09-16T12:13+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1a/249080372_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_51f13334d8e3be69851e08c338036de7.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.აღნიშნული სიახლე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად დაინერგება.მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. 365-დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი დაკარგავს იურიდიულ ძალას.CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულებში შეძლებენ.პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად სავალდებულოა რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია - უშუალოდ სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით, ვებგვერდის მეშვეობით ან მობილური აპლიკაციის საშუალებით.საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლის ასაკიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.2025 წლის მაისის ბოლოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მართვის მოწმობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლებათ, თუ მათ აქვთ ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში 185 დღეზე მეტი ხნით ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ აკრედიტაციის ბარათის ასლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1a/249080372_449:0:3000:1913_1920x0_80_0_0_1c3a294030f71fd273c615ba2c2eda24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
1-ელი ოქტომბრიდან ავტობუსისა და სატვირთოების მძღოლებისთვის მართვის მოწმობის აღება რთულდება
CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულებში შეძლებენ.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნული სიახლე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად დაინერგება.
„ცვლილების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება", - ნათქვამია განცხადებაში.
მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში.
365-დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი დაკარგავს იურიდიულ ძალას.
CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულებში შეძლებენ.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად სავალდებულოა რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია - უშუალოდ სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით, ვებგვერდის მეშვეობით ან მობილური აპლიკაციის საშუალებით.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება.
17 წლის ასაკიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
2025 წლის მაისის ბოლოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მართვის მოწმობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლებათ, თუ მათ აქვთ ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში 185 დღეზე მეტი ხნით ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ აკრედიტაციის ბარათის ასლი.