https://sputnik-georgia.com/20250915/voloski-nacmozraobis-gza-saqartvelos-rukidan-washlit-emuqreba-294942187.html
ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ შეთავაზებული გზა საქართველოს პოლიტიკური რუკიდან წაშლით ემუქრება
ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ შეთავაზებული გზა საქართველოს პოლიტიკური რუკიდან წაშლით ემუქრება
Sputnik საქართველო
გასულ კვირაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. 15.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-15T10:55+0400
2025-09-15T10:55+0400
2025-09-15T10:55+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_0:149:2400:1499_1920x0_80_0_0_8229becadecc2926eb1a0b2aed45cac5.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ნგრევის გზა, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობს „კოლექტიური „ნაცმოძრაობა" და მისი ლიდერები, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.გასულ კვირაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანის ადკავება მოჰყვა. 11 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს, შეუერთდნენ საპროტესტო აქციას.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.მისი თქმით, არის ხალხი, რომელთაც ჩამოუყალიბდათ მცდარი წარმოდგენები მიმდინარე მოვლენებსა და მმართველი პარტიის პოლიტიკაზე, რაც რეალობას არ შეესაბამება.„საქართველოს არანაირი საგარეო კურსი არ შეუცვლია და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს ადამიანები ამ ორი იდეის გარშემო არიან შეპყრობილები. რასაკვირველია, ბევრნი ვერ იქნებიან, მათ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერ აჰყვება", - განაცხადა პოლიტიკოსმა.როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ 13 სექტემბრის საპროტესტო აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობა გამოვიდა.საქართველო არსებობას შეწყვეტს, თუ „ქართული ოცნება“ თავსმოხვეულ სცენარს მიჰყვება, დასძინა პოლიტიკოსმა.ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში მისი საჯარო მოწოდებები გახდა - საუბარია რევოლუციისა და მთავრობის დამხობის შესახებ განცხადებებზე, ასევე ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებისა და ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის სანაცვლოდ ძალოვანებისთვის 200 ათასი დოლარის შეთავაზებაზე.გამოძიება მის ქმედებებს თანამდებობის პირისთვის ქრთამის მიცემის დაპირებად და მთავრობის დამხობისკენ საჯარო მოწოდებად აფასებს.აღკვეთის ღონისძიების სახით ხაბეიშვილს პატიმრობა შეეფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_302:151:2234:1600_1920x0_80_0_0_168f5648a3b7f42291f3d631477df82a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ შეთავაზებული გზა საქართველოს პოლიტიკური რუკიდან წაშლით ემუქრება
გასულ კვირაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ნგრევის გზა, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობს „კოლექტიური „ნაცმოძრაობა" და მისი ლიდერები, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
გასულ კვირაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანის ადკავება მოჰყვა. 11 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს, შეუერთდნენ საპროტესტო აქციას.
„ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი დარწმუნებული არიან, რომ ნგრევა, რომელსაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხაბეიშვილებით და სხვა გვარებით გვთავაზობს, არის ის გზა, რომელიც ქართულ ოჯახებს დაანგრევს, მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს", - განაცხადა ვოლსკიმ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
მისი თქმით, არის ხალხი, რომელთაც ჩამოუყალიბდათ მცდარი წარმოდგენები მიმდინარე მოვლენებსა და მმართველი პარტიის პოლიტიკაზე, რაც რეალობას არ შეესაბამება.
„საქართველოს არანაირი საგარეო კურსი არ შეუცვლია და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს ადამიანები ამ ორი იდეის გარშემო არიან შეპყრობილები. რასაკვირველია, ბევრნი ვერ იქნებიან, მათ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერ აჰყვება", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ 13 სექტემბრის საპროტესტო აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობა გამოვიდა.
„გუშინდელ აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობა იყო. როცა ამდენი პარტია და ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია ამხელა მხარდაჭერას იღებს საზღვარგარეთიდან და ამ სცენარზე არის კონცენტრირებული, რასაკვირველია, „ხაბეიშვილები“ ელოდებოდნენ, რომ ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვიდოდა, მაგრამ არ გამოვიდა", - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველო არსებობას შეწყვეტს, თუ „ქართული ოცნება“ თავსმოხვეულ სცენარს მიჰყვება, დასძინა პოლიტიკოსმა.
ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში მისი საჯარო მოწოდებები გახდა - საუბარია რევოლუციისა და მთავრობის დამხობის შესახებ განცხადებებზე, ასევე ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებისა და ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის სანაცვლოდ ძალოვანებისთვის 200 ათასი დოლარის შეთავაზებაზე.
გამოძიება მის ქმედებებს თანამდებობის პირისთვის ქრთამის მიცემის დაპირებად და მთავრობის დამხობისკენ საჯარო მოწოდებად აფასებს.
აღკვეთის ღონისძიების სახით ხაბეიშვილს პატიმრობა შეეფარდა.