https://sputnik-georgia.com/20250915/matikashvili-xelisuplebis-damxobis-shesaxeb-mowodebebze-294946926.html
მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს: დეპუტატი ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების მოწოდებებზე
მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს: დეპუტატი ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების მოწოდებებზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის... 15.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-15T18:15+0400
2025-09-15T18:15+0400
2025-09-15T18:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_618d153357d264f03393e1088767732f.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებში ჯდება, რადგან მან ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში მისი საჯარო მოწოდებები გახდა - საუბარია რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის შესახებ განცხადებებზე, ასევე ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებისა და ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის სანაცვლოდ ძალოვანებისთვის 200 ათასი დოლარის შეთავაზებაზე.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, არსებობს მხოლოდ ერთი რევოლუცია - ძალმომრეობითი, ძალადობრივი რევოლუცია, ძალადობრივი დამხობა, რომლის უფლებაც საქართველოში არავის გააჩნია.„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეე ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის მცდელობის საქმეზე 11 სექტემბერს დააკავეს.13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_de391de80020cba1dff5bb965b849d12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს: დეპუტატი ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების მოწოდებებზე
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებში ჯდება, რადგან მან ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში მისი საჯარო მოწოდებები გახდა - საუბარია რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის შესახებ განცხადებებზე, ასევე ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებისა და ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის სანაცვლოდ ძალოვანებისთვის 200 ათასი დოლარის შეთავაზებაზე.
„ხაბეიშვილის ქცევა პირდაპირ ჯდება იმ დისპოზიციასთან, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსი გვეუბნება მისი საჯარო შეთავაზების თვალსაზრისით. არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. ეს ძალიან კარგად იცის თაავად ლევან ხაბეიშვილმა", - განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, არსებობს მხოლოდ ერთი რევოლუცია - ძალმომრეობითი, ძალადობრივი რევოლუცია, ძალადობრივი დამხობა, რომლის უფლებაც საქართველოში არავის გააჩნია.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეე ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის მცდელობის საქმეზე 11 სექტემბერს დააკავეს.
13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.