https://sputnik-georgia.com/20250915/ganatlebis-ministrma-moswavleebs-swavlis-dawkeba-miuloca-294944338.html
განათლების მინისტრმა სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა
განათლების მინისტრმა სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოს საჯარო და რიგ კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 15.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-15T12:37+0400
2025-09-15T12:37+0400
2025-09-15T12:37+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0f/282293921_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_ddeff8dcc53171afcfbd3af2441855ab.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.15 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და რიგ კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.- ახალ სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 50 ათასამდე პირველკლასელია.როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მთავარი მიზანია, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. ამისთვის სახელმწიფო აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომ ყველა სკოლას ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო. „ახალ სასწავლო წელს ვხვდებით არაერთი განახლებული სკოლით და ეს არის სწორედ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც სახელმწიფო, როგორც განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ისე სწავლისა და შრომის ღირსეული პირობების შესაქმნელად დგამს“, - განაცხადა მინისტრმა.საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასა და დასრულებას „ზოგადი განათლების შესახებ" კანონი არეგულირებს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სწავლა 15 სექტემბერს იწყება და 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს მთავრდება. სწავლის დაწყების თარიღის გადატანა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის გამოსასვლელ დღეს დაემთხვევა. ასეთ დროს სწავლა 15 სექტემბრის შემდეგ პირველივე სამუშაო დღეს დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0f/282293921_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_5525138a5aa64887cab8b500adb4154c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
განათლების მინისტრმა სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა
დღეს საქართველოს საჯარო და რიგ კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
15 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და რიგ კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.- ახალ სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 50 ათასამდე პირველკლასელია.
,,ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო, მთელი გულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია – ჩვენი პატარები, პირველკლასელები პირველად შეაღებენ სკოლის კარს, მოსწავლეები და მასწავლებლები კი დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს“, - განაცხადა მიქანაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მთავარი მიზანია, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს. ამისთვის სახელმწიფო აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომ ყველა სკოლას ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო.
„ახალ სასწავლო წელს ვხვდებით არაერთი განახლებული სკოლით და ეს არის სწორედ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც სახელმწიფო, როგორც განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ისე სწავლისა და შრომის ღირსეული პირობების შესაქმნელად დგამს“, - განაცხადა მინისტრმა.
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასა და დასრულებას „ზოგადი განათლების შესახებ" კანონი არეგულირებს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სწავლა 15 სექტემბერს იწყება და 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს მთავრდება.
სწავლის დაწყების თარიღის გადატანა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის გამოსასვლელ დღეს დაემთხვევა. ასეთ დროს სწავლა 15 სექტემბრის შემდეგ პირველივე სამუშაო დღეს დაიწყება.