ბათუმის აეროპორტში Netfix-ის სერიალის გმირი, ცნობილი „თაღლითი ტინდერიდან" დააკავეს

© photo: Sputnik / StringerТбилисский международный аэропорт. Возобновление прямых рейсов с Россией
Тбилисский международный аэропорт. Возобновление прямых рейсов с Россией - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2025
გამოწერა
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ინტერპოლით ძებნილი, Netfix-ის დოკუმენტური სერიალ Tinder Swindler-ის გმირი და „თაღლითი რომეოს" სახელით ცნობილი საიმონ ლევაევი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავცრელებული ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე ლევაევი თავს ალმასის მაგნატის ლევ ლევაევის მემკვიდრედ ასაღებდა, Tinder-ის აპლიკაციით ქალებს უკავშირდებოდა და მათ თაღლითობით ფულს სძალავდა.
Netflix-მა 35 წლის მამაკაცის შესახებ დოკუმენტური სერიალი 2022 წელს გადაიღო.
ყველა ახალი ამბავი
0