არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2025
გამოწერა
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივლისში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 486 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისკიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
მათგან 40% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.
ამასთან, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში 18 წლამდე 692 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.
გარდა ამისა, შვიდ თვეში 94 მოზარდი აღიარეს სექსუალური ხასიათის დანაშაულის მსხვერპლად, როგორიცაა გაუპატიურება, სქესობრივი კავშირი 16 წლამდე პირთან და გარყვნილი ქმედება.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.
ყველა ახალი ამბავი
0