თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 7 პირი

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიიარაღი
იარაღი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2025
გამოწერა
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
50 დაკავებულებს, რომელთა ასაკიც 38-დან 50 წლამდეა, ბრალის დამტკიების შემთხვევაში შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები და პისტოლეტები, ხელყუმბარა, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0