https://sputnik-georgia.com/20250914/narkodanashaulis-braldebit-14-piri-daakaves-294933555.html
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 14.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-14T12:35+0400
2025-09-14T12:35+0400
2025-09-14T12:35+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 18-დან 57 წლამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.საგამოძიებო უწყება აღნიშნულ პირებს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციის ხელშეწყობას, საქართველოში უკანონოდ შემოტანას და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას ედავება.სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეტადონი“, „სუბოტექსი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „ლირიკა“, „გამომშრალი მარიხუანა“, და „მცენარე კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლებიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები და წებოვანი ლენტები.გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა, მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 18-დან 57 წლამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.
საგამოძიებო უწყება აღნიშნულ პირებს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციის ხელშეწყობას, საქართველოში უკანონოდ შემოტანას და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას ედავება.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეტადონი“, „სუბოტექსი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „ლირიკა“, „გამომშრალი მარიხუანა“, და „მცენარე კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლებიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები და წებოვანი ლენტები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა, მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.