https://sputnik-georgia.com/20250914/algetis-erovnul-parkshi-skola-banaki-gaixsna-294933923.html
ალგეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სკოლა-ბანაკი გაიხსნა
ალგეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სკოლა-ბანაკი გაიხსნა
Sputnik საქართველო
ბანაკის მიზანია ახალგაზრდების გარემოსდაცვით პროექტებში ჩართვა, ამ მიმართულებით მათი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება. 14.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-14T13:49+0400
2025-09-14T13:49+0400
2025-09-14T13:49+0400
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23625/28/236252814_0:51:1000:614_1920x0_80_0_0_b5ac5177713a2a45b15afc6ad74a6de5.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. ალგეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სეზონური სკოლა-ბანაკი „მთის მდგრადი განვითარების სწავლება" გაიხსნა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით გახსნილი ბანაკის მიზანია ახალგაზრდების გარემოსდაცვით პროექტებში ჩართვა, ამ მიმართულებით მათი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.სეზონური სკოლა აერთიანებს სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან - პირველ ეტაპზე პროექტში მონაწილეობას 30 სტუდენტი მიიღებს.ბანაკის გახსნის პირველ დღეს ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ეროვნული პარკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მომდევნო 5 დღის განმავლობაში მონაწილეებისთვის გაიმართება საერთაშორისო ლექცია-სემინარები მთის მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, პრაქტიკულ გარემოში შეისწავლონ მთის მდგრადი განვითარების გამოწვევები, გაეცნონ დრონის ტექნოლოგიების გამოყენებას, ჩაერთონ ლაშქრობებსა და საველე კვლევებში.დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის გარემოსდაცვითი განათლების განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სააგენტო აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო პროექტებსა და ინიციატივებში, მათ შორის, ბანაკების მხარდაჭერის მიმართულებით, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობების ჩამოყალიბებასა და საზოგადოებაში მდგრადი განვითარების იდეების პოპულარიზაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23625/28/236252814_57:0:944:665_1920x0_80_0_0_a9688fcc3c837277b80c62856dfebac7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
ალგეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სკოლა-ბანაკი გაიხსნა
ბანაკის მიზანია ახალგაზრდების გარემოსდაცვით პროექტებში ჩართვა, ამ მიმართულებით მათი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. ალგეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სეზონური სკოლა-ბანაკი „მთის მდგრადი განვითარების სწავლება" გაიხსნა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით გახსნილი ბანაკის მიზანია ახალგაზრდების გარემოსდაცვით პროექტებში ჩართვა, ამ მიმართულებით მათი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.
სეზონური სკოლა აერთიანებს სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან - პირველ ეტაპზე პროექტში მონაწილეობას 30 სტუდენტი მიიღებს.
ბანაკის გახსნის პირველ დღეს ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ეროვნული პარკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
მომდევნო 5 დღის განმავლობაში მონაწილეებისთვის გაიმართება საერთაშორისო ლექცია-სემინარები მთის მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, პრაქტიკულ გარემოში შეისწავლონ მთის მდგრადი განვითარების გამოწვევები, გაეცნონ დრონის ტექნოლოგიების გამოყენებას, ჩაერთონ ლაშქრობებსა და საველე კვლევებში.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის გარემოსდაცვითი განათლების განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სააგენტო აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო პროექტებსა და ინიციატივებში, მათ შორის, ბანაკების მხარდაჭერის მიმართულებით, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობების ჩამოყალიბებასა და საზოგადოებაში მდგრადი განვითარების იდეების პოპულარიზაციას.