https://sputnik-georgia.com/20250913/saqartvelos-dacul-teritoriebs-milionamde-vizitori-estumra-axali-monacemebi-294924873.html
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს თითქმის მილიონი ვიზიტორი ესტუმრა - ახალი მონაცემები
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს თითქმის მილიონი ვიზიტორი ესტუმრა - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოში სულ 99 დაცული ტერიტორიაა, რაც 927 ათას ჰექტარს მოიცავს და საქართველოს ტერიტორიის 13,3%-ს შეადგენს 13.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-13T22:40+0400
2025-09-13T22:40+0400
2025-09-13T22:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
დაცული ტერიტორიების სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0c/294916293_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_72b67be231f5587c1a3dcdd2b7cd6f62.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. 2025 წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 928,9 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.ვიზიტორთა შორის 44% საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 54% სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში უცხოელთა ვიზიტების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა.ყველაზე ხშირად დამთვალიერებლები სტუმრობდნენ შემდეგ ღირსშესანიშნაობებს:დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად აგრძელებს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის უფრო მარტივ და უსაფრთხო გარემოს შექმნას.ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 12 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 17 პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობასა და რეაბილიტაციას შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურის განთავსებით.დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში სულ 99 დაცული ტერიტორიაა (927 ათას ჰექტრამდე - საქართველოს ტერიტორიის 13,3%), აქედან 14 - სახელმწიფო ნაკრძალია (139,048 ათასი ჰა), 15 - ეროვნული პარკია (512.235,01 ჰა), 25 აღკვეთილია (105.555.07 ჰა), 40 ბუნების ძეგლი (2.748.99 ჰა) და 5 დაცული ლანდშაფტი (167.247 ჰა).საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0c/294916293_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_af67d8f1e17d2c0074e843a984b90e9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, დაცული ტერიტორიების სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, დაცული ტერიტორიების სააგენტო
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს თითქმის მილიონი ვიზიტორი ესტუმრა - ახალი მონაცემები
საქართველოში სულ 99 დაცული ტერიტორიაა, რაც 927 ათას ჰექტარს მოიცავს და საქართველოს ტერიტორიის 13,3%-ს შეადგენს
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. 2025 წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 928,9 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ვიზიტორთა შორის 44% საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 54% სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში უცხოელთა ვიზიტების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა.
ყველაზე ხშირად დამთვალიერებლები სტუმრობდნენ შემდეგ ღირსშესანიშნაობებს:
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად აგრძელებს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის უფრო მარტივ და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 12 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 17 პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობასა და რეაბილიტაციას შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურის განთავსებით.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში სულ 99 დაცული ტერიტორიაა (927 ათას ჰექტრამდე - საქართველოს ტერიტორიის 13,3%), აქედან 14 - სახელმწიფო ნაკრძალია (139,048 ათასი ჰა), 15 - ეროვნული პარკია (512.235,01 ჰა), 25 აღკვეთილია (105.555.07 ჰა), 40 ბუნების ძეგლი (2.748.99 ჰა) და 5 დაცული ლანდშაფტი (167.247 ჰა).
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.