https://sputnik-georgia.com/20250913/giorgi-baciasvilis-msoblebis-sabanko-angarisebi-daayadares-294923292.html
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს
Sputnik საქართველო
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელმაც საქართველოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების... 13.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-13T19:21+0400
2025-09-13T19:21+0400
2025-09-13T19:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს პროკურატურა
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილია გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში, ყადაღა დაედო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მიმდინარე წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისებაში დამნაშავედ ცნო და 11 წლით პატიმრობა შეუფარდა. ბაჩიაშვილი დამნაშავედ არის ასევე ცნობილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში. უწყების ცნობით, ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს ყადაღა პროკურატურაში ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაედო. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, აღნიშნულის შემდეგ ბაჩიაშვილმა პირადად და დაკავშირებული პირების თუ საწარმო სუბიექტების მეშვეობით განახორციელა სხვადასხვა აქტივების შეძენა, ფლობა და გადაცემა, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზება. ბაჩიაშვილის საქმე "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც საქართვეოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 27 მაისს დააკავა. ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. მას ივანიშვილის კრიპტოვალუტის გაფლანგვასა და 39,2 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბაჩიაშვილმა დაარწმუნა ივანიშვილი ბიტკოინის მაინინგში თანხა ჩაედო, შემდეგ კი შემოსავალი თავადვე მიითვისა. ივანიშვილის ყოფილ პარტნიორს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5 მლნ ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მოგვიანებით პატიმრობით შეეცვალა. გირაოს სახით შეფარდებულ 2,5 მლნ ლარს კი ბაჩიაშვილების უძრავი ქონებიდან ამოიღებენ. "მტკვარი ჰესის" საქმეზე მეორე ბრალდება ბიზნესმენს მიმდინარე წლის 25 თებერვალს წაუყენეს და ამ შემთხვევაშიც მას გირაო შეუფარდეს - ამჯერად 50 ათასი ლარი. გამოძიების ვერსიით ბაჩიაშვილმა, როგორც ფონდის გენდირექტორმა, არაჯეროვნად შეასრულა თავისი მოვალეობა "მტკვარი ჰესის" მშენებლობის პროექტში ინვესტირების საკითხში. მოგვიანებით პატიმრობით შეეცვალა "მტკვარი ჰესის" საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 ათას ლარიანი გირაოც. მიმდინარე წლის 4 მარტს ბაჩიაშვილმა ქვეყნის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მას საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მესამე ბრალდებაც წარედგინა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით 47 წლის მამაკაცი დააკავეს. ბაჩიაშვილს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში ეკავა, შემდეგ კი 2023 წლამდე იყო ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურა, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურა, გახმაურებული სასამართლო პროცესები
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელმაც საქართველოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 27 მაისს დააკავა.
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს და იმ აქტივებს, რომლებიც შეძენილია გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში, ყადაღა დაედო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მიმდინარე წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისებაში დამნაშავედ ცნო და 11 წლით პატიმრობა შეუფარდა. ბაჩიაშვილი დამნაშავედ არის ასევე ცნობილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში.
უწყების ცნობით, ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებს ყადაღა პროკურატურაში ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაედო.
„სასამართლო განხილვისას უტყუარად დადასტურდა, რომ 8.986.86 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების და ქმედებების განხორციელების შედეგად, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი წარმოშობის წყარო, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა", - ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, აღნიშნულის შემდეგ ბაჩიაშვილმა პირადად და დაკავშირებული პირების თუ საწარმო სუბიექტების მეშვეობით განახორციელა სხვადასხვა აქტივების შეძენა, ფლობა და გადაცემა, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზება.
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც საქართვეოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 27 მაისს დააკავა.
ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. მას ივანიშვილის კრიპტოვალუტის გაფლანგვასა და 39,2 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბაჩიაშვილმა დაარწმუნა ივანიშვილი ბიტკოინის მაინინგში თანხა ჩაედო, შემდეგ კი შემოსავალი თავადვე მიითვისა. ივანიშვილის ყოფილ პარტნიორს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5 მლნ ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მოგვიანებით პატიმრობით შეეცვალა. გირაოს სახით შეფარდებულ 2,5 მლნ ლარს კი ბაჩიაშვილების უძრავი ქონებიდან ამოიღებენ.
"მტკვარი ჰესის" საქმეზე მეორე ბრალდება ბიზნესმენს მიმდინარე წლის 25 თებერვალს წაუყენეს და ამ შემთხვევაშიც მას გირაო შეუფარდეს - ამჯერად 50 ათასი ლარი. გამოძიების ვერსიით ბაჩიაშვილმა, როგორც ფონდის გენდირექტორმა, არაჯეროვნად შეასრულა თავისი მოვალეობა "მტკვარი ჰესის" მშენებლობის პროექტში ინვესტირების საკითხში. მოგვიანებით პატიმრობით შეეცვალა "მტკვარი ჰესის" საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 ათას ლარიანი გირაოც.
მიმდინარე წლის 4 მარტს ბაჩიაშვილმა ქვეყნის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მას საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მესამე ბრალდებაც წარედგინა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით 47 წლის მამაკაცი დააკავეს.
ბაჩიაშვილს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში ეკავა, შემდეგ კი 2023 წლამდე იყო ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.