ბათუმში ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

© Government of Ajaraახალი პარკი ბათუმში
ახალი პარკი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2025
გამოწერა
მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა ბათუმელებს ღია ცის ქვეშ სპორტული აქტივობისა და ხარისხიანი დასვენების შესაძლებლობას მისცემს.
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. ბათუმში 20.000 კვადრატული მეტრის ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა.
ახალი რეკრეაციული სივრცე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა გახსნა. მისი თქმით, მსგავსი პროექტები პირდაპირ მოქმედებს მოქალაქეთა კეთილდღეობაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციაზე.
„გამორჩეული კონცეფციის მქონე პარკი წამყვანი საერთაშორისო დიზაინერების მიერ შეიქმნა. ასეთი სივრცეები არა მხოლოდ ამდიდრებს ქალაქს, არამედ პირდაპირ მოქმედებს მოქალაქეთა კეთილდღეობაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციაზე, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
მისი თქმით, რეგიონის განვითარების ფარგლებში, მნიშვნელოვანია რეკრეაციული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების შექმნა.
პარკის მშენებლობა „სილქ როუდ ჯგუფმა“ განახორციელა. პროექტის დიზაინსა და კონცეფციაზე წამყვანმა საერთაშორისო კომპანიამ „მასუ პლენინგმა“ იმუშავა. ახალი რეკრეაციული სივრცე ბუნებრივად უკავშირდება ბათუმის ბულვარს.
პროექტის ფარგლებში შენარჩუნდა არსებული ხეები და დაირგო 200-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოური სახეობის 600-მდე ხე, 63.000-მდე ბუჩქი და ყვავილოვანი მცენარე.
პროექტი მოიცავს პადელის კორტებს, ფეხბურთის მოედანს, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკებს. მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა ბათუმელებს ღია ცის ქვეშ სპორტული აქტივობისა და ხარისხიანი დასვენების შესაძლებლობას მისცემს.
ყველა ახალი ამბავი
0