https://sputnik-georgia.com/20250912/saqartvelosi-ucxo-qveynis-12-moqalaqe-daakaves-294904550.html
საქართველოში უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს
საქართველოში უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. 12.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-12T12:58+0400
2025-09-12T12:58+0400
2025-09-12T12:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენის მიზნით კონკრეტული ლოკაციები გადაამოწმეს. კერძოდ, დაკავებულია იორდანიის, ინდოეთის, ნეპალისა და ბანგლადეშის - ჯამში 12 მოქალაქე. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. ვის აძევებენ საქართველოდან "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უცხოეთის მოქალაქე შესაძლებელია გაძევებულ იქნას საქართველოდან იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა ქვეყანაში; თუ აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; თუ საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; თუ მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება გაძევებულ იქნას ქვეყნიდან, თუ იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; თუ მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; თუ მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ. უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო. დეპორტაციას დაქვემდებარებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა 10-დან 30 დღემდე ვადა, რათა საკუთარი ხარჯებით დატოვოს ქვეყანა. თუ იგი ქვეყანას არ დატოვებს, მის მიმართ იძულებითი დეპორტაციის პროცედურა განხორციელდება. მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უცხოელების საქართველოდან გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში. საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით - საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადას განსაზღვრავს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც საქართველო ნებაყოფლობით დატოვეს. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს იღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო, თუ ხარჯების სხვაგვარი ანაზღაურება შეუძლებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოში უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს
ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენის მიზნით კონკრეტული ლოკაციები გადაამოწმეს.
კერძოდ, დაკავებულია იორდანიის, ინდოეთის, ნეპალისა და ბანგლადეშის - ჯამში 12 მოქალაქე. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
ვის აძევებენ საქართველოდან
"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უცხოეთის მოქალაქე შესაძლებელია გაძევებულ იქნას საქართველოდან იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა ქვეყანაში; თუ აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; თუ საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; თუ მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.
გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება გაძევებულ იქნას ქვეყნიდან, თუ იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; თუ მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; თუ მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ.
უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო.
დეპორტაციას დაქვემდებარებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა 10-დან 30 დღემდე ვადა, რათა საკუთარი ხარჯებით დატოვოს ქვეყანა. თუ იგი ქვეყანას არ დატოვებს, მის მიმართ იძულებითი დეპორტაციის პროცედურა განხორციელდება.
მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უცხოელების საქართველოდან გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში.
საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით - საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადას განსაზღვრავს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.
საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც საქართველო ნებაყოფლობით დატოვეს.
უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს იღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო, თუ ხარჯების სხვაგვარი ანაზღაურება შეუძლებელია.