პურის ქარხნის მფლობელი 4,3 მლნ ლარის გაზის ქურდობისთვის დააკავეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2025
გამოწერა
დაკავებულს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბუნებრივი აირის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს სახელმწიფოს მიერ 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" კუთვნილი გაზის მაგისტრალურ მილსადენში არსებული ბუნებრივი აირის ქურდობას ედავებიან.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში ფლობდა პურის ქარხანას, სადაც წარმოებული პურ-პროდუქტებით მარაგდებოდა რეგიონის მოსახლეობა.
„პურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულს კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ავტო გაზგასამართი სადგური და ყოველდღიურად ახდენდა ათეულობით ავტომობილის გაზით გამართვას", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" კუთვნილი გაზი ორ მაგისტრალურ მილსადენზე უკანონოდ დააერთა, რა გზითაც 2024-2025 წლების განმავლობაში ის დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 4,3 მლნ ლარის ღირებულების ბუნებრივ აირს.
ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 10 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0