https://sputnik-georgia.com/20250912/martvis-mowmoba-294895907.html
როგორ შევცვალოთ „ავტომატიკის" მართვის მოწმობა „მექანიკაზე"?
როგორ შევცვალოთ „ავტომატიკის" მართვის მოწმობა „მექანიკაზე"?
Sputnik საქართველო
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. 12.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-12T10:47+0400
2025-09-12T10:47+0400
2025-09-12T10:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266690154_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_a4450cf6b763ab39e21a0b3b0d9f721c.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე B კატეგორიის ავტომობილის მართვის უფლების შეცვლა მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლებით პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპის ჩაბარების შემთხვევაში არის შესაძლებელი, ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებუოლ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ კანდიდატს ავტომატურად ენიჭება B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლის ასაკიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება. საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266690154_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e66f041d00398729ba541d357667a9b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
როგორ შევცვალოთ „ავტომატიკის" მართვის მოწმობა „მექანიკაზე"?
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე B კატეგორიის ავტომობილის მართვის უფლების შეცვლა მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლებით პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპის ჩაბარების შემთხვევაში არის შესაძლებელი, ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებუოლ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ კანდიდატს ავტომატურად ენიჭება B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლის ასაკიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.