ბოლო 24 საათში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2025
გამოწერა
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულების დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
ნარკოდამნაშავეები თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
შსს-ს განცხადებით, დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. კერძოდ, ნარკოდამნაშავეები ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რის შესახებაც ინფორმაციას ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. დაკავებულები ნარკოტიკებს სხვადასხვა გზითაც ასაღებდნენ.
სამართალდამცავებმა ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რომლის გასაღებაც ე.წ. შავ ბაზარზე იგეგმებოდა. ამოღებულია: "ჰეროინი", "კოკაინი", "ალფა პვპ", "უპრენორფინი", "სუბოქსინი", "მეტადონი", "კეტამინი", "მეფედრონი", "მდმა", "მარიხუანა" და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0